პირველობა გორელების პირველობით

AutoSharing Option
შიდა ქართლის პირველობა ძიუდოში, რომელსაც გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის დარბაზმა უმასპინძლა, ხაშურის, ქარელის, კასპის და გორის გუნდების მონაწილეობით გაიმართა.

გორს ცენტრალური სასპორტო და ჭიდაობის კომპლექსური სკოლები წარმოადგენდნენ. ასპარეზობის მიზანი იყო მოახლოებული საქართველოს ჩემპიონატისთვის (18-19 ნოემბერი) რეგიონის გუნდის შემადგენლობის დაკომპლექტება. ქართლელებს უფლება აქვთ, ჩემპიონატზე თითოეულ წონაში ოთხი სპორტსმენი აჭიდაონ. რადგან მთავარი მიზანი საუკეთესო ოთხეულების გამორჩევა იყო, ფინალური შეხვედრები არ ჩატარებულა.

როგორც მოსალოდნელი იყო, პირველობამ გორელთა უპირატესობით ჩაიარა. 28 საუკეთესოში მხოლოდ ერთი არაგორელი, ქარელელი კახაბერ გაზაშვილი (90 კგ) მოხვდა. კასპის და ხაშურის
ძიუდოისტებმა ეს ვერ შეძლეს. ისიც აღსანიშნავია, რომ დანარჩენ, 27-დან 20 ჭიდაობის კომპლექსური სკოლის (მთ. მწვრთნელი ანზორ თენაძე) აღზრდილები არიან. შიდაქართლელი ძიუდოისტები ბოლო ორი წელიწადია, საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში ყველას ჯობნიან. რასაკვირველია, ისინი ახლა უფროსი ასაკის ფალავანთა შორისაც შეეცდებიან გამარჯვებას.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული