ამირან პაპინაშვილი მოსკოვის "დიდი მუზარადის" ფინალშია

AutoSharing Option
20 ივლისს მოსკოვში დაწყებულ "დიდ მუზარადზე" წარმატებით იასპარეზა ამირან პაპინაშვილმა (60 კგ), რომელმაც გზიდან სამი მეტოქე ჩამოიცილა და ფინალში გავიდა.

ევროპის ჩემპიონმა ქართველმა ძიუდოისტმა, რომელიც ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო, გზიდან იპონით ჯერ ჰოლანდელი ხეროენ მოორენი, შემდეგ კი - აზერბაიჯანელი ილგარი მუშკიევი ჩამოიცილა. პაპინაშვილი ნახევარფინალში სომეხ ჰოვანეს დავთიანს ვაზა-იუკოთი გაუმკლავდა, ჩემპიონობისთვის კი დღის ბოლოს ბრაზილიელ ფელიპე კიტადაის დაუპირისპირდება.

რეპეშაჟის ფინალში გავიდა ზებედა რეხვიაშვილი (73 კგ), რომელიც მეოთხედფინალში ბელგიელ დირკ ვან ჩიხელტთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის მონღოლ ცაგაანბაატარ ხაშბაატარს შეხვდება.

საქართველოს ძიუდოისტთა
ნაკრებიდან მოსკოვური ტურნირის პირველ დღეს იჭიდავეს შალვა ქარდავამ და ტრისტან ფეიქრიშვილმაც (66 კგ), რომლებიც საწყის ეტაპზევე დამარცხდნენ.

ასევე იხილეთ:
ლევან წიკლაურმა ტრავმა მიიღო და შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატიც გამოტოვოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული