ევროპის ჩემპიონმა ქართველმა ძიუდოისტმა, რომელიც ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო, გზიდან იპონით ჯერ ჰოლანდელი ხეროენ მოორენი, შემდეგ კი - აზერბაიჯანელი ილგარი მუშკიევი ჩამოიცილა.
პაპინაშვილი ნახევარფინალში სომეხ ჰოვანეს დავთიანს ვაზა-იუკოთი გაუმკლავდა, ჩემპიონობისთვის შეხვედრაში კი ბრაზილიელ ფელიპე კიტადაის ბრწინვალე გდებით სძლია.
მოსკოვში ბრინჯაოს დაეუფლა ზებედა რეხვიაშვილი (73 კგ), რომელმაც მედლისთვის ორთაბრძოლაში მონღოლ ცაგაანბაატარ ხაშბაატარს იპონით აჯობა.
მანამდე ზებედა მეოთხედფინალში ბელგიელ დირკ ვან ჩიხელტთან დამარცხდა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებიდან მოსკოვური
ასევე იხილეთ:
ლევან წიკლაურმა ტრავმა მიიღო და შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატიც გამოტოვოს