მკვლელობა დნეპროპეტროვსკში - კობა ნადირაძე სიცოცხლეს ქილერმა გამოასალმა

AutoSharing Option
ფოტოზე: კობა ნადირაძე (მარცხნივ)

10 ივლისს, საღამოს 20 საათზე, დნეპროპეტროვსკში, "გმირ სტალინგრადელთა" ქუჩის 15 ნომერში მდებარე სახლის ერთ-ერთი სადარბაზოდან ზორბა აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცი გამოვიდა, ხელში სპორტული ჩანთით და აუჩქარებლად გაემართა იქვე მდგარი საკუთარი მანქანისკენ.

საბარგული გახსნა, ჩანთა შიგ ჩადო და საჭისკენ მიტრიალდა, მაგრამ იქამდე მისვლა აღარ დასცალდა - დნეპროპეტროვსკის სიმყუდროვე ავტომატის გასროლამ შეაფორიაქა.

როცა მამაკაცი საბარგულს კეტავდა, იმ დროს მას კამუფლაჟში ჩაცმული ნიღბიანი პიროვნება მიუახლოვდა, რომელმაც მუცელში ესროლა. დაჭრილმა სადარბაზოსკენ გაქცევა მოახერხა, მაგრამ ქილერი დაედევნა და რამდენიმე ტყვია კიდევ დაახალა.

ბოლო გასროლა საკონტროლო აღმოჩნდა - თავში მოარტყა. მიღებული ჭრილობებისგან მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

სროლის ხმაზე სახლიდან გამოცვენილ მეზობლებს ის სისხლის გუბეში მწოლიარე უკვე გარდაცვლილი დახვდა.

მოკლული უკრაინაში მცხოვრები ქართველი ძიუდოისტი, უკრაინის არაერთგზის ჩემპიონი და პრიზიორი, მსოფლიოს უნივერსიადის ბრინჯაოსმედალოსანი, ვეტერანთა შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი კობა ნადირაძე აღმოჩნდა...

Sportall.Ge

როგორც მოგვიანებით გაირკვა, მკვლელმა საბარგულიდან მისი ჩანთაც ამოიღო და გაქცევისას თან გაიყოლა.

კობა ნადირაძე 90-იან წლებში გადავიდა უკრაინაში საცხოვრებლად, დნეპროპეტროვსკში დასახლდა და იქვე შეირთო უკრაინელი მეუღლე. ილია ჩიმჩიურთან ერთად ის წლების განმავლობაში იცავდა იქაური ნაკრების ღირსებას - ჯერ 95, შემდეგ კი 100 კილოგრამში.

როგორც უკრაინული სააგენტო ru.golos.ua იუწყება, მას დიდ პატივს სცემდნენ სპორტულ წრეებში და ბოლო ხანებში მოზარდებს ავარჯიშებდა.

სამწუხაროდ, იქაური მედია მკვლელობის მოტივებზე ან გარდაცვლილის ბიზნესინტერესებზე (ჰქონდა თუ არა საერთოდ შეხება მასთან) არაფერს წერს. არც იმაზე იუწყებიან რამეს, სავარაუდოდ, რა იდო ჩანთაში.

არადა, თუ ვივარაუდებთ, რომ იმ ორომტრიალში, გაქცევისას მკვლელი საბარგულიდან მის ამოსაღებად საგანგებოდ შეჩერდა და იმ ექსტრემალურ ვითარებაში ეგზომ ძვირფასი წუთები დაუთმო ამას, მისი ფაქტორი არც ისე უმნიშვნელო უნდა იყოს.

ზემოაღნიშნული სააგენტო მხოლოდ იმას გვაუწყებს, რომ დნეპროპეტროვსკში გახშირდა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ბიზნესმენთა მკვლელობები, თან დასძენს, რომ პოლიციისთვის ქილერის ვინაობა უკვე ცნობილია და არ გამორიცხავენ დაკვეთის ვერსიას.

კობა ნადირაძე ჯერ მხოლოდ 42 წლისა იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კიფიანი გაგდეთ მრცხვენია რომ სპორცმენი ვარ ეს ვინ დანიშნეს მაგ . . .
gaga
15:06 24-07-2013
0
რაჯანდაბა ხდება *** *** ბიძინა მიდის თურმე და ამ *** უტოვებს ხელისუფლებას გული მერევა ასეთ საქართველოზე ყველას დასაცინი რო გახდა ერთი ქრისტიანი მონარქი გამოგვიგზავნოს ღმერთმა რო ამ თავისუფლების მოყვარე ლიბერალებს თAვები მდააჭრას
QუთAისი
13:46 24-07-2013
0

სიახლეები პოპულარული