ქართველი ახალგაზრდა ძიუდოისტები ბერლინში ევროპის თასზე გამოვლენ

AutoSharing Option
ამ უქმეებზე ბერლინი ევროპის თასს უმასპინძლებს ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის, რომელშიც საქართველოდან მხოლოდ ბიჭების ნაკრები გამოვა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი გუგავამ იქ გაფართოებული შემადგენლობა წაიყვანა - ზოგიერთ წონაში, სადაც ჯერ კიდევ მწვავე კონკურენციაა, 3-3 პრეტენდენტსაც კი მისცა შანსი, რომლებსაც რამდენიმე სპორტსმენი საკუთარი ხარჯით დაემატა.

ბერლინში ფედერაციის დაფინანსებით ლერი ჭელიძე, მინდია ღოლიჯაშვილი, გიორგი საჩალელი (სამივე - 55), ვაჟა მარგველაშვილი, ლუხუმ ჩხივიმიანი (ორივე - 60), ტრისტან ფეიქრიშვილი, ანდრო ბერუაშვილი, გელა კელიხაშვილი (სამივე - 66), ფრიდონ გიგანი, ლევან გუგავა, აპოლონ ზურაბიანი (73), უშანგი მარგიანი,
ბექა დონღვანი (ორივე - 81), ლაშა ტაველური, ბექა ღვინიაშვილი, ილია მანველიშვილი (სამივე - 90), გურამ თუშიშვილი, კობა ოთინაშვილი, გიორგი სეტიელი (100), ლევან მატიაშვილი, გიორგი ზაქარიაძე, როსტომ ხახალეიშვილი (+100) იჭიდავებენ, საკუთარი ხარჯით კი მიხეილ მეზურნიშვილი (73), თეიმურაზ ხაჩიძე (81) და გუგა კიბორძალიძე (+100) მიდიან.

გერმანიის ტურნირი ბოლო შესარჩევი შეჯიბრებაა 20-22 სექტემბერს ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში გასამართი ევროპის პირველობისთვის - გუგავა მისი შედეგებით შეარჩევს იქ წასაყვან 9-კაციან შემადგენლობას.

ბუნებრივია, იქნებ ყველაფერი ბოლომდე ვერც ბერლინში გაირკვეს, მაგრამ მათ მოსაგვარებლად მწვრთნელს საშეკრებო ეტაპი რჩება.

3 აგვისტოს 55, 60, 66 და 73 კატეგორიების წარმომადგენლები იჭიდავებენ, დანარჩენები - 4 აგვისტოს.

ტურნირის დასრულების შემდეგ ბერლინში 5-დღიანი ერთობლივი საწვრთნელი კემპიც გაიმართება, მაგრამ ჩვენები მასში მონაწილეობას არ მიიღებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული