საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ბრაზილიაშია

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები რამდენიმე დღეა ბრაზილიაში იმყოფება და რიო დე ჟანეიროს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს.

რიო დე ჟანეიროში მსოფლიოს ჩემპიონატი 26 აგვისტოს დაიწყება და 1 სექტემბერს დასრულდება.

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძეს ბრაზილიაში ასეთი შემადგენლობა ჰყავს წაყვანილი: 60 კგ - ამირან პაპინაშვილი, 66 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, 73 კგ - ზებედა რეხვიაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი, 81 კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლევან წიკლაური, 90 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი, 100 კგ - ლევან ჟორჟოლიანი, +100 კგ - ადამ ოქრუაშვილი. გუნდთან
ერთადაა ნოდარ მეტრეველიც (100 კგ), რომელიც გუნდურ პირველობაში იასპარეზებს.

აღსანიშნავია, რომ პირველად ქართული ძიუდოს და ტელევიზიის ისტორიაში, გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, "GMG სპორტი 1"-ის ეთერში თვალი ადევნონ მსოფლიოს ჩემპიონატის სრულ მიმდინარეობას - როგორც ფინალურ, ასევე წინასწარ შეხვედრებს.

ორთაბრძოლები ყოველდღიურად თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება, 16:30-დან კი წამყვანი ზურაბ უსუფაშვილი პირდაპირ ეთერში სტუდიაში მოწვეულ სტუმართან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ ისაუბრებს.

სპორტის სამინისტროს პრესცენტრი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული