ამირან პაპინაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა უმედლოდ დაასრულა

AutoSharing Option
ამირან პაპინაშვილმა ბრინჯაოსთვის შეხვედრაც წააგო მსოფლიოს ჩემპიონატზე და უმედლოდ დარჩა.

ჩვენებური ამჯერად აზერბაიჯანელ ორხან საფაროვთან დამარცხდა და ისევ ძირითადად საკუთარი შეცდომის ხარჯზე, როცა ჩახვეული ფეხით ორმხრივი ჯაჯგურისას მეტოქე იოლად შეუშვა შეკვრაზე და იმანაც უპრობლემოდ გადააგდო ბეჭებზე.

ამდენად, ამირან პაპინაშვილი მეხუთეზე დარჩა, ირაკლი უზნაძეს კი მსოფლიოზე მთლად წარმატებული დებიუტი ვერ გამოუვიდა.

სამშაბათს, 27 აგვისტოს, მისი ყველაზე ცნობილი შეგირდი - ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66) იჭიდავებს.

ვინძლო, მან მოგვიტანოს პირველი მედალი ამ ტურნირიდან, თუმცა მეტისმეტად ძნელ ჯგუფში
კია, პირველ შეხვედრას კი ჩრდილოკორეელ იონგ სიკ ჩოსთან გამართავს.

ასევე იხილეთ:

ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი: ღმერთო, შეეწიე ჩემპიონს მგლების ხორუმში
მკითხველის კომენტარები / 1 /
არაუშავს პაპინ... გული კი დამწყდა, მედალს ველოდი ნაღდად.
PARFIUMER
09:38 27-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული