ლაშა შავდათუაშვილი 27 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატზე იჭიდავებს

AutoSharing Option
ბრაზილიაში, ძიუდოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 27 აგვისტოს ქალთა და ვაჟთა თითო წონა იასპარეზებს.

ჩვენ ქალებში მონაწილე არ გვყავს და მხოლოდ ერთი სპორტსმენი გვეყოლება საქომაგო, მაგრამ როგორი - ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66)!

ოღონდ ეგაა, წილისყრამ ძალიან დაჩაგრა - რაც კი წონაში განუთესავი და ძლიერი ათლეტია, ყველა მის ჯგუფში მოხვდა. ამ ვითარებაში ისევ ჩვენი ჩემპიონის ნიჭიერებისა გვჯერა, ოღონდაც ტრავმამ ხელი არ შეუშალოს.

შავდათუაშვილი პირველ წრეში თავისუფალია, მეორეში კი ჩრდილოკორეელ იონ სიკ ჩოეს დაეჭიდება.

მეოთხედფინალამდე მას, ნაკლებად ცნობილების გარდა, შეიძლება
უზბეკი რიშოდ სობიროვი, ბრიტანელი კოლინ ოუტსი, რუსი ალიმ გადანოვი და ყაზახი აზამატ მუკანოვიც შეხვდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მსოფლიოს ჩემპიონატი: ამირან პაპინაშვილი ნახევარფინალით დაკმაყოფილდა
ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი: ღმერთო, შეეწიე ჩემპიონს მგლების ხორუმში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული