ლაშა შავდათუაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატი იოლი გამარჯვებით დაიწყო

AutoSharing Option
27 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, თავისი პირველი ორთაბრძოლა გამართა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (66 კგ).

ქართველი ძიუდოისტის პირველი მეტოქე, რომელიც ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო, ჩრდილოკორეელი იონ სიკ ჩოე იყო.

ლაშამ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა, მიღებული თითო გაფრთხილების შემდეგ ქართველი 2 იუკოთი დაწინაურდა, კორეეელი კი მხოლოდ გაფრთხილებებს იღებდა...

ბოლო წუთი იყო დაწყებული, როცა ჩოემ მეოთხე გაფრთხილებაც მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა.

ლაშას მომდევნო მეტოქე ბრიტანელი კოლინ ოუტსი იქნება, რომელმაც მანამდე უზბეკი რიშოდ სობიროვი დაამარცხა.

ასევე იხილეთ:
მსოფლიოს ჩემპიონატი: ამირან
პაპინაშვილი ნახევარფინალით დაკმაყოფილდა

ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი: ღმერთო, შეეწიე ჩემპიონს მგლების ხორუმში
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ხანია მეორე შეხვედრა წააგო, გძინავთ თუ რა არის გუშინდელის არ იყოს, ფიზიკურად გაუჭირდა ლაშას, ეტყობა ვერაა ფორმაში.
მგელიკა
20:08 27-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული