თავის მეორე შეხვედრაში იპონით დამარცხდა 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილი. ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის მეტოქე ბრიტანელი კოლინ უოტსი იყო.
იქამდე კი ლაშამ ჩრდილოკორეელ იონ სიკ ჩოეს შანსი არ დაუტოვა და გაფრთხილებებით ბრძოლა ნაადრევად დაასრულებინა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს, 26 აგვისტოს, მხოლოდ მეხუთე ადგილს ამირან პაპინაშვილი დასჯერდა.
28 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში 73 კგ-მდე წონითი კატეგორიის ძიუდოისტები იასპარეზებენ. საქართველოს სახელით ტატამზე ზებედა რეხვიაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი გავლენ.
ასევე
ლაშა შავდათუაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატი იოლი გამარჯვებით დაიწყო
მსოფლიოს ჩემპიონატი: ამირან პაპინაშვილი ნახევარფინალით დაკმაყოფილდა
ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი: ღმერთო, შეეწიე ჩემპიონს მგლების ხორუმში