მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერც ლაშა შავდათუაშვილმა იყოჩაღა

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტებისთვის ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეც წარუმატებელი აღმოჩნდა.

თავის მეორე შეხვედრაში იპონით დამარცხდა 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილი. ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის მეტოქე ბრიტანელი კოლინ უოტსი იყო.

იქამდე კი ლაშამ ჩრდილოკორეელ იონ სიკ ჩოეს შანსი არ დაუტოვა და გაფრთხილებებით ბრძოლა ნაადრევად დაასრულებინა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს, 26 აგვისტოს, მხოლოდ მეხუთე ადგილს ამირან პაპინაშვილი დასჯერდა.

28 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში 73 კგ-მდე წონითი კატეგორიის ძიუდოისტები იასპარეზებენ. საქართველოს სახელით ტატამზე ზებედა რეხვიაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი გავლენ.

ასევე
იხილეთ:

ლაშა შავდათუაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატი იოლი გამარჯვებით დაიწყო
მსოფლიოს ჩემპიონატი: ამირან პაპინაშვილი ნახევარფინალით დაკმაყოფილდა
ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი: ღმერთო, შეეწიე ჩემპიონს მგლების ხორუმში
მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგრად მეწკინა,მოასჰორეთ ლევან კიფიანი ეგ კაცი თარსია,და კველაფერი კარგად ინქნებ
mindora
20:54 27-08-2013
0
ლევან ყიფიანი რაღა შუაშია?! :)
ქომაგი
22:26 27-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული