ავთანდილ ჭრიკიშვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!

AutoSharing Option
29 აგვისტოს, ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი ავთანდილ ჭრიკიშვილმა მოუტანა, რომელმაც ფინალურ ორთაბრძოლაში შეხვედრა ფრანგ ლუის პიეტრისთან დათმო.

აღსანიშნავია, რომ ჭრიკიშვილმა მანამდე ჩატარებული ხუთიდან ხუთი ორთაბრძოლა იპონით მოიგო. გადამწყვეტ შეხვედრაში ჭრიკიშვილი მეტოქეს იუკოს გამორჩა, ფრანგმა კი ვაზარი მოიპოვა და მიუხედავად იმისა, რომ სამი გაფრთხილება ჰქონდა, ამ უკანასკნელმა საქმე საბოლოო გამარჯვებამდე მაინც მიიყვანა.

ჭრიკიშვილმა ტურნირის ნახევარფინალში იპონით რუსი ივან ნიფონტოვი დაამარცხა. მანამდე კი სუფთად ბელორუს ალექსანდრ სტიაშენკას, არგენტინელ ემანუელ ლუჩენტის, ირანელ ამირ გასემ ნეჯადს და ფრანგ ალაინ შმიტს
მოუგო.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გაიხარე ავთანდილ, შედეგში სულ ოქროს მედლები მოგეპოვოს.
gizog
12:04 30-08-2013
0
მეექვსე იპონიც გაასწორებდა ავთო:) გილოცავ სულით და გულით, წარმატებები და სულ წინ გევლოს.
PARFIUMER
09:18 30-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული