საქართველო-საფრანგეთი 3:2: წარმატებული სტარტი "მამლებთან"

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები წარმატებით ჩაება რიო დე ჟანეიროში, მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში - პირველ წრეში ფრანგებს 3:2 ვძლიეთ.

თუმცა თავიდან ფრანგები დაწინაურდნენ - ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66) დავიდ ლაროსესთან დამარცხდა.

ნუგზარ ტატალაშვილმა (73) მძიმე ბძოლაში გაათანაბრა - პიერ დუპრატის გაფრთხილებით მოუგო - 1:1.

ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) პირადი პირველობის ფინალში მარცხისთვის ღირსეული რევანში აუღო ლოის პიეტრის, რომელიც ორჯერ ვაზარიზე დააგდო – 2:1.

გამარჯვება ვალერი ლიპარტელიანმა (90) მოგვიტანა, რომელსაც აქსელ კლერჯე ფეხში ხელით შესვლისთვის მოუხსნეს - 3:1.

ბოლო, არაფრის
მომცემ შეხვედრაში ადამ ოქრუაშვილი ბევრს კი ეცადა ტედი რინერისთან, მაგრამ მხოლოდ იმას გამორჩა, რომ ილეთი არ გაატარა, თუმცა გაფრთხილებებით მაინც წააგო.

საბოლოოდ ჩვენებმა 3:2 იმარჯვეს და მეოთხედფინალში გავიდნენ. იქ მათი მეტოქე მონღოლეთის ნაკრების, რომელმაც პირველ წრეში კაცნაკლულ ალჟირს 4:1 მოუგო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მონღოლებსაც მოუგეთ 4-1 უზბეკებს ვხვდებით ნახევარფინალში
mamuka
20:03 01-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული