საქართველო-უზბეკეთი 4:1 - ისევ ფინალი და ისევ რუსეთთან!

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟთა ნაკრები ძიუდოისტთა მსოფლიოს გუნდური პირველობის ფინალშია. ნახევარფინალში ირაკლი უზნაძის შეგირდებმა უზბეკეთიც ნაცნობი ანგარიშით - 4:1 დაამარცხეს.

უცნაურია, მაგრამ ეს შეხვედრაც წვეთი წყალივით ჰგავდა წინა ორს - ჩვენებმა პირველი შეხვედრა ისევ წააგეს, მაგრამ მომდევნო ოთხი მოიგეს და ახლაც ვადამდე გაინაღდეს გამარჯვება.

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66) კვლავ დამარცხდა - ამჯერად მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთან, ოლიმპიურ პრიზიორ რიშოდ სობიროვთან წააგო იპონით.

ნუგზარ ტატალაშვილმა (73) კვლავ უმძიმეს ბრძოლაში, დამატებითში მოიგო, როცა ორივეს 3-3 გაფრთხილება ჰქონდა. საბედნიეროდ, დამატებითში ჩვენებურმა გერეფეხით იპონზე მოცელა მეტოქე.

ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) იაკიო იმამოვს ჯერ ვაზარი აუღო, მერე კი შესანიშნავი ფიზიკური მომზადების ხარჯზე, ბეჭებზეც დააგდო.

ვადამდელი გამარჯვება კვლავაც ვალერი ლიპარტელიანმა (90) მოგვიტანა, რომელმაც ბევრი არ გვანერვიულა და ერკინ დონიაროვი შებოჭა. თანაგუნდელს არც ადამ ოქრუაშვილი ჩამორჩა და იმის მიუხედავად, რომ მისი წაგება ვერაფრით გვავნებდა, მაინც შებოჭა სოიბ ყურბანოვი.

ფინალში ჩვენების მეტოქე რუსეთი იქნება. მათ ნახევარფინალში კორეას 4:1 მოუგეს.

ასევე იხილეთ:
საქართველო-მონღოლეთი 4:1 წინ უზბეკეთია
საქართველო-საფრანგეთი 3:2: წარმატებული სტარტი "მამლებთან"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოვიგეთ!!!გილოცავთ!
0
გილოცავთ გამარჯვებას!!!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული