და ეს არამხოლოდ იმიტომ, რომ ძიუდო პუტინის საყვარელი სპორტის სახეობაა. ტურნირის ლოგოზე აშკარად პუტინის სილუეტია გამოსახული.
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ემბლემაზე რუსთა პრეზიდენტის ერთი ცნობილი ფოტოსურათის ასლი დაკვირვებულმა ჩელიაბინსკელმა ბლოგერებმა აღმოაჩინეს და უმალ გაავრცელეს.
ტატამზე მოკალათებული პუტინის ფოტოსურათი, რომელიც მომავალი ჩემპიონატის ემბლემის პროტოტიპია, თავად პრეზიდენტს ძალიან ჰყვარებია.
ის მისი თანაავტორობით გამოცემული წიგნის გარეკანსაც ამშვენებს, რომელსაც ჰქვია "ვისწავლოთ ძიუდო ვლადიმირ პუტინთან ერთად".
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით