ზვიადაური მწვრთნელის ამპლუაში

AutoSharing Option
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის ვერცხლის პრიზიორი ძიუდოში ზურაბ ზვიადაური ამიერიდან მწვრთნელად იმუშავებს. ეს ამბავი საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ ოფიციალურად ახლა გაახმაურა - ზურაბი ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელად დანიშნა, სადაც გიორგი გუგავას და ვაჟა ბალხამიშვილს დაეხმარება.

თუმცა ზვიადაური ახალ ასპარეზზე არაოფიციალურად აქამდეც ირჯებოდა და ძირითადად ახლო მეგობრებს - ვალერი ლიპარტელიანს (90), გიორგი ბაინდურაშვილსა (81) და შმაგი ლაგაზაურს (60) ავარჯიშებდა.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ხანგრძლივი ტრავმების გამო ვარჯიშს თავი ამ ზაფხულში დაანება. იანვრის ბოლოს გასამართ თბილისის მსოფლიოს თასზე იგეგმება სპორტიდან მისი და ნესტორ
ხერგიანის საზეიმოდ გაცილება.


ირაკლი თავაძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული