ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის პირველობა: დღეს გუგავა და მარგიანი იჭიდავებენ

AutoSharing Option
20 სექტემბერს სარაევოში ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის პირველობა დაიწყო, რომელშიც ჩვენმა ნაკრებმა ცუდი სტარტი აიღო.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს ვაჟა მარგველაშვილიც და ლუხუმ ჩხვიმიანიც (ორივე - 60) უმედლოდ დარჩნენ

21 სექტემბერს ტურნირში 73 და 81-ის ფალავნები იჭიდავებენ. 73-ში ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი ბრინჯაოს მედალოსანი ლევან გუგავა (73) გვეყოლება, რომელიც პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი სომეხ არტავაზდ ჰოვსეპიანთან იჭიდავებს.

81-ში უშანგი მარგიანი გამოვა და პირველივე წრეში რუს ალან ხუბეცოვთან იჭიდავებს. ის საკმაოდ რთულ ჯგუფშია - მერვედფინალში გასვლის შემთხვევაში ერთ-ერთ სავარაუდო მეტოქედ ამ
ასაკში ბერძენთა მოქმედი ევროპის ჩემპიონი ალექსიოს ნტანაციდისი ელოდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის პირველობა: ქართველების ცუდი სტარტი
მკითხველის კომენტარები / 1 /
ირაკლი, გიგანი არა, ლევან გუგავა. ჩაასწორე.
frisha
18:45 21-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული