მეტრეველი ხანჯალიაშვილის ნაცვლად

AutoSharing Option
გუშინ დილით საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები ტოკიოში გაფრინდა, სადაც, როგორც ადრეც ვწერდით, ჯერ ათდღიან შეკრებას გაივლის, მერე 10-12 დეკემბერს ძიგორო კანოს "დიდი მუზარადის" ტურნირშიც გამოვლენ. დასრულების შემდეგაც იქვე ერთობლივ ვარჯიშებზე დარჩებიან.

ნაკრების თავკაცმა სოსო ლიპარტელიანმა ბოლო დღეებში შემადგენლობაში ერთი იძულებითი ცვლილება განახორციელა - მძიმეწონოსანმა ზვიად ხანჯალიაშვილმა მხარი იტკინა და მის ნაცვლად ნოდარ მეტრეველი წაიყვანეს. სხვა წონების შემადგენლობა უცვლელია: ბეთქილ შუკვანი (60), შალვა ქარდავა (66), თენგიზ პაპოშვილი (73), გიორგი ბაინდურაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი (90).

ტრავმის გამო ხანჯალიაშვილმა ვერც ნაკრების
კონსულტანტ პეტერ ზაიზენბახერის სამედიცინო შემოწმება გაიარა. ამის მიუხედავად, სპორტსმენს მაინც უნდოდა ტოკიოში წასვლა, მაგრამ ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ ლიპარტელიანმა ნება არ დართო. ისედაც, სამედიცინო შემოწმებისას ზაიზენბახერმა რამდენიმეზე განაცხადა, ვერ გაუძლებენ იქაურ დატვირთვებსო. ეტყობა, მეტრეველის წაყვანაც ფიზიკურმა კონდიციებმა განაპირობა - მან საუკეთესო შედეგები აჩვენა და ზაიზენბახერიც კი გააოცა თავისი ავსტრიელი ექიმებით. აქვე გეტყვით, რომ გუნდს ტოკიოში ზაიზენბახერიც გაჰყვა და ტურნირზეც დააკვირდება ჩვენს ფალავნებს.

იაპონური შემადგენლობა ლიპარტელიანმაც იქაური ვარჯიშების სირთულისა და შეგირდთა მომზადებიდან გამომდინარე აარჩია. ძირითადად გამოცდილ კადრებს დაეყრდნო - ვინ გაუძლებდა იმ უძლიერესი ტურნირის თუ ერთობლივი ვარჯიშების სიმძიმეს, მაგრამ ისიც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მომავალ სეზონშიც ლიდერებად მათ განიხილავს. თუმცა ამაზე ერთნიშნად ჯერ არაფრის თქმა შეიძლება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული