საშობაო ტურნირი ახმეტაში

AutoSharing Option
25-26 დეკემბერს ახმეტაში, ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურის სახელობის ძიუდოს სკოლაში საშობაო-საახალწლო ტურნირი ჩატარდა. ის საქართველოს მასშტაბით გაიმართა და  მასში თითქმის ყველა რეგიონის წარმომადგენლები გამოდიონენ. შეჯიბრება, რომლის ორგანიზატორიც საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ზვიადაურის აღმზრდელი გუგული აბრამიშვილი იყო, ჭაბუკთა ორ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა - 1995-97 წლებში დაბადებულებსა და 1993-94 წლიანებს შორის.

ჭაბუკებში ყველაზე მეტად საგარეჯოელებმა იყოჩაღეს, რომლებმაც ოქროს ოთხი მედალი მოიპოვეს - ირაკლი კუპატაძემ (42), კობა მჭედლიშვილმა (50), სოლომონ თედიაშვილმა (54) და თამაზ კირაკოზაშვილმა (60). მასპინძლებს მხოლოდ ერთი ოქრო ერგოთ, რომელიც დავით ქასაევმა
(46) მოიპოვა. ასევე თითო-თითო ჩემპიონი გაუხდათ მესტიელებს (ბექა ფალიანი (66)) და დედოფლისწყაროელებს (გურამ ჩიბუხაშვილი (+66)).

ახალგაზრდებში ოქროს მედლები შედარებით თანაბრად გადანაწილდა - ორ-ორი ჩემპიონი გაუხდათ ახმეტას, მესტიას და საგარეჯოს, ერთი ოქრო კი თბილისმა ირგუნა. ახმეტელთაგან ჩემპიონობა გრიშა გუმაშვილმა (66) და სოსო უძილაურმა (73) მოიპოვეს, მესტიელთაგან - ოთარ თამლიანმა (50) და ბექა ჩართოლანმა (60), საგარეჯოელთაგან - ამირან გიგაურმა (55) და ზაურ მამარდაშვილმა (81). თბილისელებმა ყველაზე პრესტიჟულ - მძიმე წონაში იმარჯვეს, რაც გიორგი ქავთარაძემ (+81) შეძლო.



.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული