არადა, მარგველაშვილისთვის გადამწყვეტი ორთაბრძოლა არცთუ კარგად დაიწყო - მეტოქემ ჯერ ვაზარი აუღო და გაფრთხილება მიაღებინა, შემდეგ კი ცხვირიდან სისხლიც ადინა...
სასტარტო შეხვედრაში ვაჟამ ჯერ მასპინძელი რენე შნაიდერი ჩამოიცილა გზიდან, შემდეგ კი - რუსეთის სახელით მოჭიდავე აბდულა აბდულჟალილოვი. მერვედფინალში სომეხი არსენ გაზარიანი გააკრა ბეჭებზე, მეოთხედფინალში კი - სლოვენიელი ადრიან გომბოცი. ფინალისკენ ქართველ ძიუდოსტს გზა
ტურნირის პირველ დღეს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ამირან პაპინაშვილსაც (-60 კგ). მსოფლიოს მესამე პრიზიორმა ტურნირზე გამოსვლა მეორე წრეში დაიწყო, სადაც გერმანელ ფილიპ გრაფს სუფთად აჯობა, მერვედფინალში კი რუსი ალბერტ ოგუზოვი შებოჭა. მეოთხედფინალში ქართველმა გზიდან ბრაზილიელი ფელიპე ფელიმი ჩამოიშორა, მაგრამ ნახევარფინალში იაპონელ ტორუ შიშიმესთან ვერაფერი გააწყო.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში პაპინაშვილი საკუთარ თავს აღარ ჰგავდა და ყაზახ რუსტამ იბრაიევთან წუთიც არ უჭიდავია, იპონით ისე დამარცხდა.
ამავე წონით კატეგორიაში პირველივე ორთაბრძოლა გაფრთხილებებით დათმო ლაშა გიუნაშვილმა, რომელსაც მეტოქედ სომეხი ჰოვანეს დავთიანი ჰყავდა.
თორნიკე თათარაშვილმა (-66 კგ) სასტარტო შეხვედრა სომეხ დავით გაზარიანთან კი მოიგო, თუმცა მომდევნო მეტოქეს, ბრაზილიელ რიკარდო სანტოს ჟუნიორს ვეღარ გასცდა.
* * *
ხვალ, 21 თებერვლას, საქართველოს ვაჟთა ნაკრებიდან 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ნუგზარ ტატალაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი, ხოლო 81-ში ავთანდილ ჭრიკიშვილი და უშანგი მარგიანი იასპარეზებენ.დიუსელდორფის ტურნირში, რომელიც 22 თებერვალს დასრულდება, ჩვენგან მხოლოდ ვაჟები გამოდიან, ქალთა ტურნირში მონაწილე კი არ გვეყოლება.
ასევე იხილეთ:
დიუსელდორფის ტურნირი: სასურველი კენჭისყრა გერმანიაში