საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა გარკვეულია

AutoSharing Option
ამ უქმეებზე ყვარელმა ახალგაზრდა ძიუდოისტთა საქართველოს პირველობას უმასპინძლა. ეს 21-წლამდელთა პირველი ტურნირია ასაკობრივი ნაკრებების გაერთიანების შემდეგ, რომელშიც მონაწილეობა 300-მდე სპორტსმენმა მიიღო.

თუმცა ახალგაზრდებს აკლდათ ორი ლიდერი - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი (90) ზუსტად იმ დღეებში დიუსელდორფის "დიდ პრიზზე" იბრძოდა და საბოლოოდ ბრინჯაოს გამორჩა, ევროპის ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა კი ხელის ოპერაცია გაიკეთა და ჯერჯერობით იძულებით ისვენებს.

ამ ტურნირს უნდა გამოერკვია არა მარტო ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა, არამედ ისიც, ვინ დარჩებოდა ჭაბუკთა ნაკრების სპარინგ-პარტნიორად და ვინ - ეროვნული გუნდისა. თაობათა ცვლა
ამ გუნდს წლეულს დიდად არ შეხებია, თუმცა ლიდერთაგან ზოგს ხელი მოეცარა, მაგრამ ბევრი ამჯერადაც ჩემპიონი გახდა. ცხადია, გამოჩნდნენ ახალი კადრებიც, თუმცა რამდენად დაიმკვიდრებენ თავს ნაკრებში, ამას დრო გვიჩვენებს.

ახლა ეს გაერთიანებული გუნდი მიმდინარე სეზონისთვის დაიწყებს მზადებას, თუმცა ჯერ ჭაბუკების ჯერია - წლის პირველ ნახევარში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები მათ უტარდებათ, ახალგაზრდებს კი შემოდგომაზე ექნებათ. ამიტომ ჯერ ფორმის პიკში შესასვლელად ჭაბუკები ივარჯიშებენ, რაშიც ახალგაზრდები დაეხმარებიან, აგვისტოდან კი როლები შეიცვლება.

კვარცხლბეკი
55 კგ
1. ილია შუბითიძე (ცხინვალი), 2. ირაკლი კუპატაძე (კახეთი), 3. დავით გეჯაძე (შიდა ქართლი), ივანე გაჩეჩილაძე (იმერეთი)

60 კგ

1. ივანე ჯავახიშვილი (შიდა ქართლი), 2. არჩილ ქარელიშვილი (შიდა ქართლი), 3. ალექსანდრე ხუციანიძე (ქვემო ქართლი), ანზორ ნასარიძე (თბილისი).

66 კგ
1. ზვიად ხუბულური (შიდა ქართლი), 2. გიორგი გუგულაშვილი (თბილისი), 3. ბექა შავდათუაშვილი (შიდა ქართლი), თორნიკე ნაგლიაშვილი (მცხეთა-მთიანეთი).

73 კგ
1. გიორგი კაციაშვილი (შიდა ქართლი), 2. აპოლონ ზურაბიანი (რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი), 3. გიორგი მუზაშვილი (შიდა ქართლი), ვალერიან იაშვილი (გურია).

81 კგ

1. ლევან გუგავა (იმერეთი), 2. გიორგი ქურდიანი (ქვემო ქართლი), 3. თამაზ კირაკოზაშვილი (კახეთი), დავით ნარიმანიძე (თბილისი).

90 კგ
1. ნოდარ ბერიანი (ქვემო ქართლი), 2. გიორგი გველესიანი (რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი), 3. დავით რამაზაშვილი (კახეთი), გიორგი ცოცხალაშვილი (შიდა ქართლი).

100 კგ
1. ნიკა აბულაძე (მცხეთა-მთიანეთი), 2. ზაალ გაგნიძე (თბილისი), 3. დავით ოზბეთელაშვილი (თბილისი), ფრიდონ შარიქაძე (იმერეთი).

+100 კგ
1. ჯაბა მუმლაძე (კახეთი), 2. გიგა გელაშვილი (შიდა ქართლი), 3. გიორგი ლაზუაშვილი (იმერეთი), დავით რაზმაძე (კახეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი მსაჯობა იყოოოოოოო
ძიუდო
01:02 11-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული