თბილისის გრან-პრი 2015: მედლისთვის მხოლოდ პაპინაშვილი იბრძვის

AutoSharing Option
თბილისის სპორტის სასახლეში დაწყებულ ძიუდოისტთა გრან-პრის (20-22 მარტი) პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველთაგან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ ამირან პაპინაშვილი (60 კგ) აგრძელებს.

დღეს ტურნირზე მედლები ვაჟებში 60 და 66 კგ-მდე წონით კატეგორიებში თამაშდება.

ამირან პაპინაშვილი ნახევარფინალში უზბეკ შარაფუდინ ლუტფილაევთან სუფთად დამარცხდა, მანამდე კი მან აზერბაიჯანელ მეჰმან სადიგოვსა (ვაზარით) და მონღოლ ჩოგტბაატარ ცენდოჩირს (იპონით) სძლია.

ბრინჯაოს მედლისთვის პაპინაშვილი მონღოლ ავარტუვშინ დაშდავაას დაუპირისპირდება.

უმსუბუქეს წონაში, პაპინაშვილის გარდა, ქართველთაგან ტატამზე პაატა მერებაშვილი, ლაშა გიუნაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი გავიდნენ, თუმცა პირველივე ორთაბრძოლები დათმეს.

66 კგ-მდე
წონით კატეგორიაში წარუმატებლად გამოვიდნენ ვაჟა მარგველაშვილი, თორნიკე თათარაშვილი, მინდია ლილუაშვილი და შალვა ქარდავა.

საქართველოს ჩემპიონმა მარგველაშვილმა პირველ წრეში იტალიელთა მსოფლიოსა და ევროპის მესამე პრიზიორ ელიო ვერდეს ვაზარით კი მოუგო, მაგრამ უკრაინელთა ქართველ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ გიორგი ზანთარაიას ვეღარ გაუმკლავდა. ამ დროისთვის ზანთარაია ტურნირის ნახევარფინალშია გასული.

ლილუაშვილი პირველ წრეში ბრიტანელ ლევის კებლეს მოერია, შემდეგ კი რუს იაკუბ შამილოვთან დამარცხდა.

პირველივე შეხვედრები წააგეს თათარაშვილმა და ქარდავამ.

თბილისის გრან-პრი 2015. ქართველების განრიგი:
21 მარტი, შაბათი
73კგ:
ზვიად კაპანაძე, ფრიდონ გიგანი, ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი

81კგ:
ავთანდილ ჭრიკიშვილი, ამბაკო ავალიანი, გიორგი პაპუნაშვილი, უშანგი მარგიანი

22 მარტი, კვირა
90კგ:
ვარლამ ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური, პაატა ღვინიაშვილი, ბექა ღვინიაშვილი

100კგ:

ალექსანდრე მსხალაძე, იასონ ნემსაძე, ალექსანდრე ზაალიშვილი, ლაშა გურული

+100კგ:

ონისე ბუღაძე, ლევან მატიაშვილი, ვახტანგ ოქრუაშვილი, ადამ ოქრუაშვილი

ქალები
+78:

ირინე ლეონიძე.

ასევე იხილეთ:
თბილისის გრან-პრი 2015: დღეს დიდი ძიუდო იწყება!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული