ზაგრების გრან პრი: შავდათუაშვილი ოქროს უმინზებს, რეხვიაშვილი - ბრინჯაოს

AutoSharing Option
ზაგრებში მიმდინარე გრან პრის მეორე საშეჯიბრო დღეს ოქროს მედლისთვის ფინალში იბრძოლებს ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ხოლო ზებედა რეხვიაშვილი (81 კგ) ბრინჯაოს მოპოვებას სანუგეშო ტურნირში ეცდება.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა პირველ წრეში ალბანელი იგლი რამოსაკაის აჯობა, შემდეგ კი ჰოლანდიელ სამ ვან ტ ვესტენდესა და მსოფლიოს პრიზიორ ვიქტორ სკვორტოვს (არაბეთის გაერთიანებული საემიროები). ლაშამ მეოთხედფინალში უკრაინელი არტიომ ხომულა ჩამოიცილა გზიდან, ნახევარფინალში კი ფრანგი პიერ დუპრატი დააიპონა. გადამწყვეტ შეხვედრაში შავდათუაშვილი მონღოლ ცანგანბაათარ ხაშბაათარს დაუპირისპირდება.

ზებედა რეხვიაშვილმა ჰოლანდიელ ნაელ ვან დე კამერსა და ლიბანელ ნასიფ ელიასს აჯობა,
თუმცა მეოთხედფინალში იტალიელ ანტონიო ჩიანოსთან დამარცხდა. სანუგეშო ტურნირში ზებედამ დაძაბულ ორთაბრძოლაში ბელგიელ იოაკიმ ბოტიეუს აჯობა.

დღეს ტურნირზე წარუმატებლად იასპარეზეს ფრიდონ გიგანმა (73), გიორგი პაპუნაშვილმა (81) და ქალთა ტურნირში საქართველოს ერთადერთმა წარმომადგენელმა ესტერ სტამმა (70).

ასევე იხილეთ:
ზაგრების გრან-პრი. წილისყრა: მამლუქები ქართველთა წინააღმდეგ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული