ირაკლი ცირეკიძისა და მინდია ბოდაველის გაწვრთნილმა გუნდმა ქვეჯგუფში ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ იტალიას და გერმანიას მოუგო, ნახევარფინალში კი უკრაინას აჯობა. საინტერესოა, რომ სამივე პაექრობაში ქართველებმა 4:1 გაიმარჯვეს.
ასეთივე ანგარიშით დაასრულეს ფინალური შეხვედრაც ჰოლანდიასთან, სადაც ჩემპიონობა ვადამდე გაინაღდეს - რობინზონ ბეგლარაშვილმა (60), ბაგრატ ნინიაშვილმა (66) და ლაშა დუდაშვილმა (73) თავიანთი წილი პაექრობები სწრაფად მოიგეს და ანგარიში 3:0 გახადეს.
განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ დუდაშვილი, რომელმაც
დარჩენილ ორ არაფრის მომცემ ორთაბრძოლაში გოგა ქევხიშვილი (81) დამარცხდა - იუკო კი მოიპოვა, მაგრამ მანამ ვაზარი დაკარგა, რისი გაქვითვაც ვერ შეძლო. წაგებას სასწაულებრივად გადაურჩა გელა ზაალიშვილიც (+81), რომელიც მტკივნეულზე უიმედო ვითარებიდან დაუძვრა ჰოლანდიელს, მერე კი იუკო აართვა და საერთო ანგარიში 4:1 გახდა ჩვენების სასარგებლოდ.
გუნდურ ტურნირში ჩვენი გოგოების ნაკრებიც მონაწილეობდა, მაგრამ ისინი ჯერ ქვეჯგუფში დამარცხდნენ ხორვატიასთან -1:4, მერე კი იმავე ანგარიშით სანუგეშოშიც წააგეს ფრანგებთან.
შეგახსენებთ, რომ პირად პირველობაში ბიჭებმა 8 მედალი მოიპოვეს - 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 - ბრინჯაო, გოგოებმა კი თითო ოქრო და ბრინჯაო. ჩემპიონები დუდაშვილი და მზია ბებოშვილი (52) გახდნენ, ვერცხლის მედლებს გიორგი ნიაზაშვილი (50), ქევხიშვილი და ზაურ კენჭაძე (90) დაეუფლნენ, ბრინჯაოსას - მარიამ ჭანტურია (57), ბეგლარაშვილი, ნინიაშვილი, ონისე სანებლიძე (90) და ზაალიშვილი.