ირაკლი უზნაძემ იქ ის 9 კაცი წაიყვანა, რომელმაც ბაქოში იჭიდავა პირველ ევროპულ თამაშებში და რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ამზადებს: ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი ამირან პაპინაშვილი (60), ევროპის ჩემპიონატის ორგზისა და ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (ორივე - 73), ევროპის სამგზის, მსოფლიოს ორგზის და ევროპული თამაშების ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი (81), ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოს
მსოფლიოს ჩემპიონატზე ქალთა ტურნირში ერთი მონაწილის, ჰოლანდიიდან გადმობირებული ესტერ სტამის (70) წაყვანაც იგეგმება და, იმედია, დარჩენილ დროში ამას ხელს არაფერი შეუშლის.
როგორც ვხედავთ, უზნაძემ არ შეცვალა თავდაპირველი გადაწყვეტილება და აგვისტოს ბოლოს ასტანაშიც ის გუნდი მიჰყავს, რომელიც ევროთამაშებზე გაიყვანა. მწვრთნელმა აქცენტი ამჯერადაც შედეგზე გააკეთა, ანუ მხოლოდ იმათ აჭიდავებს, ვისაც რეალურად შეუძლია მედლის მოპოვება, გამოცდილების მისაღებად კი არავინ მიჰყავს. აქედან გამომდინარე, წლის მეორე უმთავრეს ტურნირზეც ორ წონას გამოტოვებს - 66 და 100 კილოგრამს.
შეგახსენებთ, რომ მხოლოდ ამ ორ წონაშია საეჭვო რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვება, თორემ დანარჩენ წონებში ლამის ახლავეა განაღდებული.
ნაკრები ტოკიოში ორი კვირით, თვის ბოლომდე დარჩება, მერე კი საქართველოში დაბრუნდება და ბორჯომში გაივლის დასკვნით შეკრებას.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"