ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ადამ ოქრუაშვილი ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ძიუდოისტი ადამ ოქრუაშვილი (+100) ყაზახეთის დედაქალაქ ასტაანში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ნახევარფინალში გავიდა.

ოქრუაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში პოლონელი მასიე სარნაკი ვაზარით მოუგო, ხოლო შემდეგ ჩეხი მაიკლ ჰორაკი და გერმანელი სვენ ჰეინლეც იპონით დაამარცხა.

ქართველი ძიუდოისტის მეტოქე ნახევარფინალში იაპონელი რიუ შიჩინოჰე იქნება.

რაც შეეხება მძიემ წონით კატეგორიაში ჩვენს მეორე წარმომადგენელს ლევან მატიაშვილს, მატიაშვილი პირველ წრეში ისვენებდა მეორე წრეში კუბელ ალექს გარსია მენდოზასთან დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ერთადერთი რეალური ოცნება მეორე ადგილია, თანაც ჯერ ნახევარფინალია გასავლელი!!!
ეჰ
15:09 29-08-2015
0
რა ჩემპიონობა?! ხუმრობთ?! ტედი რინერი იჭიდავებს ფინალში, რომელიც ძიუდოს ისტორიაში საუკეთესო ძიუდოისტია!!! 7-გზის მსოფლიო და 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონია!
ეჰ
15:08 29-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული