19 სექტემბერს, საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრებმა ავსტრიის ქალაქ ობერვარტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე კიდევ 2 ოქროს მედალი მოიპოვა. 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი გახდა, ხოლო მძიმე წონაში პირველობა არავის დაუთმო გურამ თუშიშვილმა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ტურნირის პირად შეჯიბრში გამოსვლა სულ ხუთი, 3 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. შეგახსენებთ, პირველ დღეს ჩემპიონი თამაზ კირაკოზაშვილი გახდა (-73), ხოლო ბრინჯაოს მედლები გიორგი კაციაშვილმა (-73) და თორნიკე ნაგლიაშვილმა (-60) მოიპოვეს.
დღეს კონტინენტის პირველობაზე ლევან გუგავამ, კობა
ტურნირი კვირას, 20 სექტემბერს, გუნდური შეჯიბრებებით დასრულდება.