ცნობისთვის, შარშანაც გუნდურის ფინალში ჩვენი მეტოქეები ამომავალი მზის ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ და დავმარცხდით, ახლა კი რევანშის საშუალება გვეძლევა.
ფინალამდე ქართველმა ახალგაზრდებმა, რომლებიც ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთვნენ, ბელორუსისა და ეგვიპტის გუნდებს აჯობეს.
შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა ჩემპიონატზე პირად შეჯიბრებაში გამოსვლა 4 მედლით დაასრულა - 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა.