ფინალურ დაპირისპირებაში ჩვენი გუნდი, ისევე როგორც წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ამჯერადაც იაპონელებთან დამარცხდა - 0:5. ფინალამდე კი ქართველმა ახალგაზრდებმა ბელორუსსა (3:2) და ეგვიპტეს (4:1) აჯობეს.
შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა ჩემპიონატზე პირად შეჯიბრებაში გამოსვლა 4 მედლით დაასრულა - 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა.