ძიუდოისტთა სალიცენზიო რეიტინგი: არაბეთში ცოტა ვიხეირეთ

AutoSharing Option
აბუ დაბის "დიდ მუზარადზე" გამოსვლის შემდეგ სალიცენზიო რეიტინგში ჩვენების მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა, იმის მიუხედავად, რომ საემიროებში მთლიანად ნაკრები არც ისე დიდი წარმატებით გამოვიდა - მხოლოდ ორი მედალი, ოქრო და ბრინჯაო.

თუმცა რეიტინგში წინსვლაც, ძირითადად, იმ წონებშია, სადაც ეს მედლები ავიღეთ - 60-სა და 73-ში. თუმცა რეიტინგის ლიდერობა ჯერაც ვერ დავიბრუნეთ ვერც ერთ წონაში.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საგზურები ხუთ წონაში - 60-ში, 73-ში, 81-ში, 90-სა და +100-ში განაღდებული გვაქვს, თუმცა რეიტინგი მაინც მნიშვნელოვანია, რადგან რაც უფრო
დაწინაურებული ხარ, ტურნირზე მით უფრო იოლი ბადე გელოდება. ყოველ შემთხვევაში, მთავარ ფავორიტებს საწყის ეტაპზე არ შეხვდები.

ლიდერები მეტ-ნაკლებად თანაბრად არიან გადანაწილებულნი ბადეში და სხვა ოლიმპიური საჭიდაო სახეობებისგან განსხვავებით, ყველას ერთ ჯგუფში მოხვედრა გამორიცხულია.

არაბეთში ნახეირებნი
ყველაზე დიდი წინსვლა ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს პრიზიორ ამირან პაპინაშვილს (60) აქვს, ვისაც აბუ დაბიში მოპოვებულმა 500-მა საჩემპიონო ქულამ ისევ დაუბრუნა ადგილი განთესვის ზონაში - ახლა მის ანგარიშზე 1788 ქულაა, რითაც მეხუთე ადგილზეა.

ამავე წონაში აბუ დაბიში მეშვიდეზე გავიდა ლუხუმ ჩხვიმიანი, ვინც ასევე ძალიან იხეირა ამით - 647-ით 25-ეა.

ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73) არაბეთში მოპოვებული ბრინჯაოს შემდეგ მე-13 ადგილზეა 1070 ქულით, თუმცა ამ წონაში ჩვენი ლიდერი ნუგზარ ტატალაშვილია - მე-4 ადგილი და 1602 ქულა.

მძიმე წონაში ასევე მეოთხეა ადამ ოქრუაშვილი (1666), იმის მიუხედავად, რომ კარგა ხანია, არ უჭიდავია. კიდევ ერთი მძიმეწონოსანი ლევან მატიაშვილი მე-9-ეა 1440-ით.

მეორეები
81-სა და 90-ში კვლავაც მეორეზე ვართ და ჯერ ისევ ველოდებით ამ წონებში დაკარგული ლიდერობის დაბრუნებას. ორივე ჩვენებური ამჟამად მეორეზეა და თითო-ოროლა ქულით ჩამორჩება ლიდერებს.

ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონ ავთანდილ ჭრიკიშვილის (81) ანგარიშზე 1540 ქულაა და მხოლოდ ორით ჩამორჩება იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონ ტაკენორი ნაგასეს. ამ წონაში მე-11 ადგილზეა უშანგი მარგიანი (1086).

90 კილოგრამში ევროპის ორგზის გამარჯვებულსა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ვალერი ლიპარტელიანს (2440) მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს კორეელთა მსოფლიოს ჩემპიონი დონ ჰან გვაკი.

განთესვის ზონაშია ბექა ღვინიაშვილიც - V ადგილი და 1930 ქულა.

ორი კრიზისი
ორ წონაში კვლავაც გრძელდება დაუძლეველი კრიზისი - 66-სა და 100-ში. ეს ის წონებია, სადაც ახალი კადრების მოძიება ჯერაც გრძელდება, თუმცა სასურველი შედეგი მაინც არაა და მწვრთნელები ისევ ძველებს ეყრდნობიან. სამწუხაროდ, ესეც ამაოა.

66-ში ვაჟა მარგველაშვილი ისევ მე-40 ადგილზეა 412 ქულით, თუმცა ადგილმონაცვლეობის პრინციპით, ისიც შედის სალიცენზიო ზონაში, სადაც 34-ეა, მაგრამ ადგილმონაცვლეობის პრინციპით, შედის სალიცენზიო 22-კაციან სიაში.

100-ში 39-ეა ალექსანდრე მსხალაძე - 419 ქულა. ის ვერც კონტინენტურ კვოტაში ხვდება და ვერც სალიცენზიოში შედის.

ამ წონაში სალიცენზიო დავაში გურამ თუშიშვილიც ჩაერთვება, რომელიც წონას იკლებს და კვლავ 100-ს უბრუნდება. საერთაშორისო რეიტინგში ის ჯერჯერობით 106-ეა 62 ქულით. მასზე უკეთესი რეიტინგი აქვს ალექსანდრე ზაალიშვილს - 67-ე ადგილი 142-ით.

ქალთა დუეტი
ამიერიდან ქალთა შორის ორი გვეყოლება საქომაგო - თვის ბოლოს ჩინურ ქინგდაოში ესტერ სტამთან (70) ერთად მარიამ ჯანაშვილიც (52) იჭიდავებს. გასაგებია, რომ ჯანაშვილს ყველაფრის თავიდან დაწყება უწევს - პირველად ჭიდაობს ამ რანგის ტურნირზე.

სტამი საერთაშორისო რეიტინგში 25-ეა 718 ქულით, თუმცა სალიცენზიოში მე-13 ადგილზეა და სადღეისო მდგომარეობით, პირდაპირ იღებს საგზურს. შეგახსენებთ, რომ აქამდე ის რეგიონულ კვოტაში ხვდებოდა, ახლა კი დაწინაურდა. თავის მხრივ, ეს 100-ში გვიხსნის გზას რეგიონული კვოტისკენ, თუმცა ამ შანსს გამოყენება უნდა.

ვაჟთა რეიტინგები
60 კგ
1. ვონ ჯინ კიმი (კორეა) - 2210 ქულა
2. ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი) - 1868
3. იელდოშ სმეტოვი (ყაზახეთი) - 1864
4. ნაოჰისა ტაკატო (იაპოინია) - 1816
5. ამირან პაპინაშვილი (საქართველო) - 1788
7. ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო) - 647

66 კგ
1. გიორგი ზანთარაია (უკრაინა) - 2280
2. ტუმურკულეგ დავაადორჯი (მონღოლეთი) - 2185
3. მიხაილ პულიაევი (რუსეთი) - 2141
4. ბაულ ანი (კორეა) - 2040
5. ტომოფუმი ტაკაჯო (იაპონია) - 1700
40. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო) - 412
81. თორნიკე თათარაშვილი (საქართველო) - 173
96. შალვა ქარდავა (საქართველო) - 140
100. ტრისტან ფეიქრიშვილი (საქართველო) - 131

73 კგ
1. რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი) - 2226
2. ჩანგრიმ ანი (კორეა) - 1898
3. საგი მუკი (ისრაელი) - 1884
4. ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო) - 1602
13. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო) - 1070

81 კგ
1. ტაკანორი ნაგასე (იაპონია) - 2542
2. ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო) - 2540
3. ანტოინ ვალოის-ფორტიე (კანადა) - 2140
4. ლოიკ პიეტრი (საფრანგეთი) - 1720
5. სერგიუ ტომა (არაბეთის გაერთიანებული საემიროები) - 1614
11. უშანგი მარგიანი (საქართველო) - 1086
77. ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო) - 186
91. გიორგი პაპუნაშვილი (საქართველო) - 130

90 კგ
1. დონ ჰან გვაკი (კორეა) - 2541
2. ვალერი ლიპარტელიანი (საქართველო) - 2540
3. ნოელ ვან ტ ენდი (ჰოლანდია) - 2152
4. მაშუ ბაკერი (იაპონია) - 2046
5. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო) - 1930
53. ზვიად გოგოჭური (საქართველო) - 331

100 კგ
1. ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) - 2534
2. ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი) - 2378
3. სირილ მარე (საფრანგეთი) - 2014
4. კარლ-რიხარდ ფრეი (გერმანია) - 1944
5. დიმიტრი პეტერსი (გერმანია) - 1820
39. ალექსანდრე მსხალაძე (საქართველო) - 419
67. ალექსანდრე ზაალიშვილი (საქართველო) - 142

+100 კგ
1. ტედი რინერი (საფრანგეთი) - 2550
2. ფაიცელ ჯაბალა (ტუნისი) - 1894
3. რიუ სიჩინოე (იაპონია) - 1790
4. ადამ ოქრუაშვილი (საქართველო) - 1666
5. ბარნა ბორი (უნგრეთი) - 1655
9. ლევან მატიაშვილი (საქართველო) - 1440
62. ონისე ბუღაძე (საქართველო) - 168

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული