მარიუს ვიზერი თბილისშია

AutoSharing Option
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მოწვევით თბილისში ოფიციალური ვიზიტით ძიუდოს მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი მარიუს ვიზერი იმყოფება.

მარიუს ვიზერი დღეს მერიაში გიგი უგულავას შეხვდა. შეხვედრას ეროვნული ოლიმპიური კომიუტეტის ხელმძღვანელი გია ნაცვლიშვილი და სხვა პირები ესწრებოდნენ. გიგი უგულავამ ძიუდოს მსოფლიოს ფედერაციის პრეზიდენტს მარიუს ვიზერს 2015 წელს თბილისში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებასთან დაკავშირებით, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა გია ნაცვლიშვილმა განაცხადა, ძიუდოს მსოფლიოს ფედერაციის პრეზიდენტს, მარიუს ვიზერს დიდი წვლილი მიუძღვის 2015 წელს თბილისში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებაში.

მარიუს
ვიზერი თბილისში არსებულ სპორტულ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებს და ოლიმპიადისთვის სამზადისის პროცესს გაეცნობა.

ამასთან, მარიუს ვიზერი 29-30 იანვარს სპორტის სასახლეში გამართულ ძიუდოს მსოფლიოს თასის გათამაშებას დაესწრება და სპორტსმენების, ზვიადაურისა და ხერგიანის სპორტიდან გაცილების ღონისძიებაშიც მიიღებს მონაწილეობას.

ძიუდოს მსოფლიოს ფედერაციის პრეზიდენტი ოფიციალურ შეხვედრებს პარლამენტის თავმჯდომარესთან და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთანაც გამართავს.


მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული