მარიუს ვიზერს ღირსების ორდენი გადაეცა

AutoSharing Option
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ მარიუს ვიზერს ღირსების ორდენი გადაეცა. პრეზიდენტისა და საქართველოს სახელით ვიზერმა ჯილდო საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძისგან დღეს მიიღო.

როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, მარიუს ვიზერი ქართული ძიუდოს სკოლის გულშემატკივარია და დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული ძიუდოს წინაშე. ბაქრაძემ ხაზი გაუსვა ვიზერის დამსახურებას 2015 წელს ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილებაში.

დღესვე მარიუს ვიზერმა ბაქრაძეს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ჯილდო გადასცა. მისი თქმით, საქართველოში ძიუდოს დიდი ტრადიციები აქვს და სპორტის ამ სახეობას მთავრობაც უჭერს მხარს.

მარიუს ვიზერი დარწმუნებულია, რომ
საქართველო ღირსეულად უმასპინძლებს ყველა დიდ სპორტულ შეხვედრას.

პარლამენტიდან მარიუს ვიზერი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში მივა, სადაც მინისტრ ლადო ვარძელაშვილს შეხვდება.


მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული