ძიუდოდან ზურაბ ზვიადაური და ნესტორ ხერგიანი გააცილეს [+VIDEO]

AutoSharing Option
თბილისის სპორტის სასახლეში ძიუდოს მსოფლიოს თასის გათამაშება ოფიციალურად გაიხსნა. მანადემ კი, ქართული ძიუდოდან ლეგენდალური ქართველი ძიუდოისტები, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური და ოლიმპიური პრიზიორი ნესტორ ხერგიანი საზეიმოდ გააცილეს.

სპორტსმენებს სიტყვით მიმართეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა და საქართველოში ვიზიტით მყოფმა ძიუდოს საერთაშორისო პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა.

ნესტორ ხერგიანსა და ზურაბ ზვიადაურს გადაეცათ სპეციალური ჯილდოებიც. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა მათ ბიბლია აჩუქა, ხოლო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ოქროს მედლებით დააჯილდოვა.

ზურაბ
ზვიადაური და ნესტორ ხერგიანი მრავალჟამიერის ფონზე საქართველოს ნაკრების ახლანდელმა წევრებმა სპორტის სასახლის დარბაზიდან ხელში აყვანილი გაიყვანეს.

ამ წუთებში კი, სპორტის სასახლეში უკვე დაიწყო დღევანდელი დღის ფინალური ეტაპი. იმართება შეხვედრები ბრინჯაოს მედლებისთვის, ცოტა ხანში კი დაიწყება ფინალი ოქროს მელდებისთვის.

შეჯიბრება იმართება სამ წონით კატეგორიაში. შესაბამისად, გაიმართება სამი ფინალური შეხვედრა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში იჭიდავებს ქართველი ამბაკო ავალიანი, რომელიც ბელორუს სპორტსმენს, ალექსეი რამანჩუკს დაუპირისპირდება.

მსოფლიოს თასის გათამაშება ხვალაც გაგრძელდება. სულ ტურნირში 27 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.


მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული