სპორტსმენებს სიტყვით მიმართეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა და საქართველოში ვიზიტით მყოფმა ძიუდოს საერთაშორისო პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა.
ნესტორ ხერგიანსა და ზურაბ ზვიადაურს გადაეცათ სპეციალური ჯილდოებიც. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა მათ ბიბლია აჩუქა, ხოლო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ოქროს მედლებით დააჯილდოვა.
ზურაბ
ამ წუთებში კი, სპორტის სასახლეში უკვე დაიწყო დღევანდელი დღის ფინალური ეტაპი. იმართება შეხვედრები ბრინჯაოს მედლებისთვის, ცოტა ხანში კი დაიწყება ფინალი ოქროს მელდებისთვის.
შეჯიბრება იმართება სამ წონით კატეგორიაში. შესაბამისად, გაიმართება სამი ფინალური შეხვედრა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში იჭიდავებს ქართველი ამბაკო ავალიანი, რომელიც ბელორუს სპორტსმენს, ალექსეი რამანჩუკს დაუპირისპირდება.
მსოფლიოს თასის გათამაშება ხვალაც გაგრძელდება. სულ ტურნირში 27 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.
მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
.