პირველი ოქრო - ავალიანს!

AutoSharing Option
73 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვება ამბაკო ავალიანმა მოიპოვა. მან ბელორუსი მოწინააღმდეგე ალექსეი რამანჩუკი შეხვედრის პირველივე წამებზე იპონით დაამარცხა.

ჩემპიონატის პირველ დღეს მედლები სამ წონით კატეგორიაში გათამაშდა. 66 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ყაზახმა სპორტსმენმა სერგეი ლიმმა მოიპოვა, 60 კგ-ში კი ოქროს მედლის მფლობელი აზერბაიჯანელი ელგარ მუშკიევი გახდა.

მსოფლიოს თასის ტურნირი სპორტის სასახლეში ხვალ დასრულდება. გათამაშებაში 27 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.


მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით



.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული