ტოკიოს გრან-სლემი: ძმაკაცური ქართული დუელი ბრინჯაოს მედლისთვის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტოკიოში მიმდინარე ძიგორო კანოს სახელობის გრან-სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს პირველი მედალი  ნუგზარ ტატალაშვილმა მოუტანა, რომელმაც 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში თანამემამულე ლაშა შავდათუაშვილი დაამარცხა.

მეგობრულ დაპირისპირებაში გამარჯვება ნუგზარს დარჩა, რომელმაც ოლიმპიურ ჩემპიონს ბოლო წამს ვაზარი აუღო, იქამდე კი გაფრთხილებით უგებდა.

დღესვე ოქროს მედლისთვის ფინალში იჭიდავებს ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვისაც მეტოქედ სამხრეთკორეელი სეუნგსუ ლი ჰყავს. შეხვედრისთვის თვალის მიდევნება ამ ბმულზე შეგიძლიათ.

ამავე წონაში ბრინჯაოსთვის ბრძოლას რეპეშაჟში აგრძელებდა უშანგი მარგიანი, თუმცა პირველივე შეხვედრა წააგო და გამოსვლა დაასრულა.

ტურნირი კვირას დასრულდება,
ჩვენგან კი ვარლამ ლიპარტელიანი (-90), ლაშა გურული, ბექა ღვინიაშვილი (ორივე -100), ადამ ოქრუაშვილი და  ლევან მატიაშვილი (ორივე +100) იასპარეზებენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვულოცავ ავთოს ტურნირის მოგებას მალე ოლიმპიადის ოქროც მოგველოცოს:)
jorj
13:14 05-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული