ტოკიოს გრან-სლემი: ავთანდილ ჭრიკიშვილის ისტორიული ოქრო - 33 წლის შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავთანდილ ჭრიკიშვილი (-81 კგ) ძიგორო კანოს სახელობის ტოკიოს გრან-სლემის ჩემპიონია!

ის მეორე ქართველი გახდა, ვინც ეს ზეპრესტიჟული შეჯიბრება მოიგო - 33 წლის წინ, 1982 წელს, ტოკიოში დავით ბოდაველმა გაიმარჯვა, მას შემდეგ კი მისი მოგება ქართველთაგან ვერავინ შეძლო.

ეგ კი არა, ფინალისტიც მხოლოდ სამჯერ გვყავდა - 1981-82 წლებში ბოდაველმა ზედიზედ იჭიდავა, შარშან კი იქამდე ლევან მატიაშვილიც (+100) მივიდა.

ჭრიკიშვილმა ტოკიოში ბევრად გაუმჯობესებული, უფრო ტექნიკური ჭიდაობა გვაჩვენა და პირველივე შეხვედრაში ვაზარით საშიში მეტოქე ჩამოიცილა - გამოცდილი იაპონელი კეიტა ნაგაშიმა. თან სამი გაფრთხილებაც
მიაღებინა.

ახალგაზრდა და პერსპექტიული ჰოლანდიელი ფრენკ დე უაიტი იუკოს შემდეგ დაიპონა, ბერძენთა ქართველი, ახალგარდებში მსოფლიოს ჩემპიონი რომან მასტოპულოსი კი პირდაპირ ბეჭებზე დააგდო.

ნახევარფინალში გაფრთხილებებით მოუგო კორეელთა ორგზის მსოფლიოს ჩემპიონს, ოლიმპიადის ჩემპიონ კი ჩუნ ვანს, ფინალში კი მისი თანამემამულე სეუნსუ ლიც, ვინც ნახევარფინალში ჭრიკიშვილის მთავარი კონკურენტი, მსოფლიოს ჩემპიონი ტაკანორი ნაგასე დაამარცხა (ფეხში ხელით შესვლისთვის მოხსნეს იაპონელი) გამართული ტაქტიკით, ჩავლებებზე დამყარებული ჭიდაობით ასევე გაფრთხილებებით დაჯაბნა. ოღონდ ორივე შეხვედრაში ინიციატივას ჩვენებური ფლობდა, რაც მის სიძლიერეზე მიუთითებს.

შედეგად, 33 წლის შემდეგ ისევ ვიზეიმეთ ამ მნიშვნელოვან ტურნირზე გამარჯვება. ამ გამარჯვებით ჭრიკიშვილმა არათუ შეინარჩუნა რეიტინგის ლიდერობა, მნიშვნელოვნადაც გაიმყარა ის.

ამავე წონაში უშანგი მარგიანიც ჭიდაობდა და მეშვიდეზე გავიდა. მან პირველ შეხვედრაში სერბთა ევროპის ვიცე-ჩემპიონი სრდჯან მრვალჯევიჩი ვაზარ-იუკოთი დაამარცხა, კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალეს ვაზარით აჯობა, მეოთზედფინალში კი ზემოხსენებულ კორეელ ლესთან წააგო, დამამშვიდებელში კი არ უჭიდავია ამერიკელ ტრევის სტევენსთან.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ტურნირზე ბრინჯაოს მედალი ნუგზარ ტატალაშვილმა მოიპოვა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში ლაშა შავდათუაშვილი დაამარცხა.

ტურნირი კვირას დასრულდება, ჩვენგან კი ვარლამ ლიპარტელიანი (-90), ლაშა გურული, ბექა ღვინიაშვილი (ორივე -100), ადამ ოქრუაშვილი და  ლევან მატიაშვილი (ორივე +100) იასპარეზებენ.
მკითხველის კომენტარები / 7 /
Ulocav mtel saqartvelos . 33 celi aravis mougia da ara 23 celi angarishi iscavlet

dato
13:23 05-12-2015
0
-რომელ კლასში ხარ გენიოსა?-მეირეში ჩავრჩიიი....
დათოს
16:13 05-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული