16:39 12-12-2015
ჭრიკიშვილსა და ტატალაშვილს თბილისის აეროპორტში საზეიმოდ დახვდნენ [VIDEO]
AutoSharing Option
სამინისტროს ინფორმაციით, პრიზიორ სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ.
"81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი ტოკიოს გრან-სლემის ჩემპიონი გახდა. იგი პირველი ქართველი სპორტსმენია, ვინც ტოკიოს პრესტიჟულ ტურნირზე საქართველოს დროშა ასწია და ჰიმნი შეასრულა. შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის წევრმა 33 წლის შემდეგ ტოკიოს გრან-სლემის საუკეთესო შედეგი გაიმეორა - 1982 წელს, ტოკიოში დავით ბოდაველმა გაიმარჯვა, მას შემდეგ კი მისი მოგება ქართველთაგან ვერავინ შეძლო", - აცხადებენ სამინისტროში.
ტურნირზე ბრინჯაოს მედალი შსს-ს ძიუდოს კლუბის კიდევ ერთმა წევრმა, ძიუდოისტმა ნუგზარ ტატალაშვილმა მოიპოვა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში ლაშა შავდათუაშვილი დაამარცხა.
სამინისტროს განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბი - "მებრძოლი", შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელშეწყობით, 2014 წლის მაისში დაარსდა. კლუბის წევრთა უმრავლესობა მსოფლიო ჩემპიონატებისა და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორია. კლუბმა დაარსების პირველივე წელს ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული