თუმცა ეს მაინც ერთობლივი შეკრებაა, ჩვენებისთვის სეზონის პირველი შეჯიბრება კი თვის ბოლოს, 30-31 იანვარს სოფიაში გასამართავი "ევროპის ღია კონტინენტური თასია", სადაც ახალ თაობასთან ერთად "ძველი გვარდიაც" იქნება წარმოდგენილი.
ახლებიდან იქ ჯანაშვილი იჭიდავებს, ძველებიდან კი მწვრთნელ გია
არაა გამორიცხული, ბულგარეთში სამბოში გადანაცვლებული კიდევ ერთი მანდილოსანი ნინო ოძელაშვილიც წაიყვანონ.
თუმცა წლეულს ჩვენს ქალთა ნაკრებში ძირითადი აქცენტი ჯანაშვილზე იქნება გადატანილი, რომელიც უკვე შარშან შემოდგომაზევე ჩაება სალიცენზიო შეჯიბრებებში. მას რიო დე ჟანეიროს ლიცენზიისთვის ამზადებენ და რა გასაკვირია, მთელი ყურადღება მასზე თუ იქნება გადატანილი. ოღონდ ეს არამც და არამც არ ნიშნავს, თითქოს სხვებს შანსი არ მიეცემათ. პირიქით, რისი დასტურიც "ძველი გვარდიის" სოფიის ტურნირში ჩართვაა.
თენაძე ჯერჯერობით თავს იკავებს ბებოშვილის უფროსთა ტურნირებში ჩართვისგან, რადგან მას ახალგაზრდულშიც ელის შეჯიბრებები. თუმცა პერიოდულად მას შეკრებებში ჩართავენ, რაც კიდევ უფრო წაადგება ფორმის ამაღლებაში.
წლეულს ასაკობრივი გუნდები სამ ეტაპად გაივლიან მოსამზადებელ შეკრებას ანტალიის შეჯიბრებისთვის, რომელიც ისევ მარტში ტარდება და ჩვენებისთვის, ტრადიციულად, მთავარი შესარჩევი შეჯიბრება იქნება.
ჯერჯერობით ტურნირებში მონაწილეობას არ გეგმავს ქალთა ნაკრების ლიდერი ესტერ სტამი (70), ვინც სალიცენზიო ზონაში რეგიონული კვოტით ხვდება. ხელზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ მას სალიცენზიო აღმართზე ახალი პრობლემა წამოეწია - ამჯერად წელი სტკივა და ექიმთა რეკომენდაციით, შეჯიბრებებში გამოსვლისგან თავს იკავებს, სპეციფიკურად ვარჯიშობს და მკურნალობს.
დაახლოებით ერთ კვირაში მან ისევ უნდა გაიაროს კონსულტაცია დასტაქართან დ მის პასუხზეა დამოკიდებული, რამდენ ხანში გააგრძელებს სტამი სრული დატვირთვით ვარჯიშს და როდიდან შეძლებს შეჯიბრებებში მონაწილეობას. ამ ეტაპზე ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ის ვერც ავსტრიაში იქნება ზემოაღნიშნულ კემპზე და დიდი ალბათობით, 16-17 იანვარს ვერც ჰავანაში გამოვა "დიდ პრიზზე".
იმედია, წლეულს ქალთა ძიუდოს დაფინანსებას გაუზრდიან, რისი სურვილიც შარშან საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა არაერთხელ გამოთქვა. შარშან ქართველმა ქალებმა დაამტკიცეს, რომ ისინი იმსახურებენ ამას და ვაჟებზე არანაკლები შედეგების მოპოვება შეუძლიათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"