"ყოველთვიურად გერიცხებათ ხელფასი, ოქროს მედლის შემდეგ შესაბამისი პრემიაც მიიღეთ" - სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადება

AutoSharing Option
სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო სამ­ბისტ ელე­ნე ქე­ბა­ძის კრი­ტი­კას პა­სუ­ხობს. უწყე­ბა სპორ­ტსმენს პუნ­ქტობ­რი­ვად ახ­სე­ნებს იმ ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას, რაც სა­ხელ­მწი­ფოს­გან მისი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ას­პა­რე­ზო­ბე­ბის­თვის მი­უ­ღია.

ელე­ნე ქე­ბა­ძემ ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი, რო­მელ­შიც მან უწყე­ბა მის მი­მართ უყუ­რა­დღე­ბო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. სწო­რედ ამ პოსტზე და­წე­რა კო­მენ­ტა­რად შემ­დე­გი ტექ­სტი სა­მი­ნის­ტრომ:

"ქალ­ბა­ტო­ნო ელე­ნე, ჩვენ ყო­ველ­თვის გვი­ხა­რია თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბა და დიდ პა­ტივს გცემთ. რაკი თქვენ ასე­თი უსა­მარ­თლო პოს­ტი შექ­მე­ნით, თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლით, რომ შე­გახ­სე­ნოთ იმ მხარ­და­ჭე­რის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ბოლო დროს სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრომ თქვე­ნი
წარ­მა­ტე­ბის­თვის გა­ი­ღო სა­ხელ­მწი­ფოს სა­ხე­ლით. ბოლო დროს, თო­რემ მხარ­და­ჭე­რა მხო­ლოდ ბოლო დრო­ით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა და ამ სპორ­ტის სა­ხე­ო­ბა­საც უფრო მეტი მხარ­და­ჭე­რა აქვს, ვიდ­რე ერთი სპორ­ტსმე­ნის­თვის გა­ღე­ბუ­ლი სახ­სრე­ბია. ეს მხარ­და­ჭე­რა გაგ­რძელ­დე­ბა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რას და­წერთ კი­დევ (დაგ­ვა­მად­ლეს, აე­რო­პორ­ტში არ მო­ვიდ­ნენ და სხვა).

1. თქვენ ყო­ველ­თვი­უ­რი ხელ­ფა­სი 1050 ლარი გე­რი­ცხე­ბათ სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს­გან;

2. მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი ოქ­როს მედ­ლის შე­სა­ბა­მი­სი პრე­მია 17 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბით ჩა­გი­რი­ცხათ სწო­რედ სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრომ;

3. 5 156 ლარი - მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრომ და­გი­ფი­ნან­სათ; მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი შეკ­რე­ბე­ბი, ეკი­პი­რე­ბა და მრა­ვა­ლი სხვა ხარ­ჯი ასე­ვე სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრომ და­ა­ფი­ნან­სა. მო­მა­ვალ­შიც დიდ წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ!" - წერს სა­მი­ნის­ტრო.


მკითხველის კომენტარები / 5 /
რატომ არის რომ ყოველთვის ქოცებს ერთი საკითხიდან მეორეზე გადააქვს აქცენტი? ქებაძემ დაწერა გულისწყრომა იმაზე რომ სპორტის და კულტურის მინისტრმა წაშალა მის მიერ მისალოცი სტატუსი. რამე პასუხი ამაზე უნდა გაეცა და არა კუთვნილ ხელფასზე რომლესაც ყველა ბიუჯეტნიკი იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ასევე ყველა სპორტსმენიც იღებენ ხელფასს. დაყრუვდა ვინმე თუ გონება შეზღუდულია, რომ ვერ გაიგო ამ გოგონას გულიწყრომა? ეს პასუხი არის ტროლოს პასუხი და ამ შემთხვევაში ქალაბატონი მინისტრი როგორც ჩვეულებრივი ტროლი ისე იქცევა, ყურადღება გადააქვს კუთვნილ ხელფასზე.
G.LA
21:26 21-12-2022
2
ვითომ თქვენი ჯიბიდან აძლევთ ამ ხელფასს, ეს ჩევენი, ხალხის ჯიბიდან უხდით ფულს და სხვათაშორის ძალიან ცოტას. თქვენ რამდენს იწერთ ხარჯებს, როცა სადმე მიდიხართ, ბარემ ეგეც ჩაგეკაკლათ ხალხისთვის, როგორც სამარცხვინოდ ჩამოკაკლეთ მსოფლიო ჩემპიონის ხარჯები.
5

სიახლეები პოპულარული