ფოტოზე, რომლის გამოც ილიადისმა ქართველი გულშემატკივრების გულისწყრომა დაიმსახურა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და რუსი ძიუდოისტები არიან აღბეჭდილნი. თუმცა, კრიტიკის მთავარი მიზეზი ის წარწერა გახდა, რომელიც ილიადისმა ფოტოს დაურთო: "4 მსოფლიო ჩემპიონი: 3 ძიუდოში, 1 - თავის საქმეში".
შეგახსენებთ, ძიუდოისტი ილიას ილიადისი წლებია საბერძნეთის სახელით გამოდის. ის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორია. ჯარჯი ზვიადაური ყოფილი ძიუდოისტის, ამჟამად პარლამენტის წევრის, ზურაბ ზვიადაურის ბიძაშვილია.
იხილეთ