დავით ქევხიშვილი: ზვიადაურის მხრიდან, სულ მართალიც რომ იყოს, ეს სისაძაგლეა

AutoSharing Option
ქართულ ძიუდოს არა და არ ეღირსა დამშვიდება - გუშინ, 28 იანვარს ახალი სკანდალი პარლამენტის სპორტის კომიტეტიდან ისროლა დეპუტატმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა, რომელმაც ეროვნული ნაკრების შეუფერებელ მოსამზადებელ პირობებზე ილაპარაკა. კერძოდ, გათბობის პრობლემაზე, რაშიც ფედერაცია, უფრო სწორად კი, მისი პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დაადანაშაულა და ამ ყველაფერს 90-იანებში დაბრუნება უწოდა.

განმარტებისთვის დავით ქევხიშვილსაც მივმართეთ. გთავაზობთ მის კომენტარს.

- ჩემი აზრით,
ეს არაა ის თემა, რომელიც ასეთი სალაპარაკო შეიძლებოდა გამხდარიყო. განსაკუთრებით, იმ ხალხისგან, ვისზეც ზედ ვართ გადაყოლილი. თუმცა აქ სხვა "თავებია დამარხული", რადგან, რეალურად, ბევრი მათგანი ჩემთან ერთადაა გაზრდილი და მათ კარგად ახსოვთ, რა პირობებში ვვარჯიშობდით, გათბობაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო.

ცხადია, ამით იმას არ ვამბობ, რომ ახლაც ასე უნდა იყოს. ლაპარაკია იმაზე, რომ როცა წლიდან წლამდე ყველანაირი პირობა შექმნილი გაქვს, წელიწადში ერთხელ 3-4 დღის განმავლობაში გიწევს არა 19, არამედ 10 გრადუსზე ვარჯიში, ეს არ შეიძლება პრობლემა იყოს.

ამიტომ მგონია, რომ აქ სხვა მიზეზი იმალება, თუმცა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს და თან არც მინდა და არც დიდი სურვილი მაქვს. მით უფრო, იმ ფონზე, რომ მწვრთნელებს არაერთხელ შევთავაზე, თუ თქვენ ამ 10-დღიანი შეკრებისას ეს დარბაზი და მისი სითბო არ გაკმაყოფილებთ, "შევარდენის" დარბაზში გადაგიყვანთ და მთელი დღეების განმავლობაში თქვენ დაგითმობთ იქაურობას-მეთქი, სადაც არც გათბობის პრობლემაა და ხელმძღვანელთანაც მოლაპარაკებული ვიყავი. თურმე მარჯანიშვილი შორია და იქ ვერ ივლიდნენ!

თუმცა ამას რომ ვუყურო, არ ვიქნები სწორი, რადგან ფედერაციის პრეზიდენტს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია. შესაბამისად, ვცდილობ, თითოეული სპორტსმენის განცხადება ურთიერთბრალდებად კი არ მივიღო, არამედ გავუგო მათ, რადგან მეც ვიყავი სპორტსმენი და ვიცი, ვიღაცას მეტი უნდა.

ფედერაცია მაქსიმუმს აკეთებს და კიდევ უფრო მეტს გააკეთებს. ერთადერთი, ცოტა კრიტიკული განცხადება მხოლოდ პარლამენტარ ზვიადაურის გამოსვლაზე გავაკეთე, რადგან მისი მხრიდან, სულ მართალიც რომ იყოს, ეს სისაძაგლეა და მეტი არაფერი.

სამწელიწად-ნახევარი გავიდა და მას ერთი სიტყვაც არ გაუღია ჩვენი ფედერაციის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, იმ გვერდში დგომაზე, რაც გვჭირდება. ჩემს გულისტკივილს ეს იწვევს და მწვრთნელების პოზიციაც, რადგან ეს პრობლემები ჩემამდე სპორტსმენს არ უნდა მოჰქონდეს.

ეს პრობლემა გარეთ არსებულმა კლიმატურმა პირობებმა გამოიწვია. ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როცა გარეთ ტემპერატურა მინუსებშია. ეს ძალიან იშვიათად ხდება და ისიც სულ 3-4 დღით. როგორც გრძელვადიანი პროგნოზით ვნახე, უახლოეს დღეებში ტემპერატურა მოიმატებს. შესაბამისად, ეს პრობლემაც დღითიდღე მოგვარდება.

ჩვენი აგრეგატები მთელი დატვირთვით მუშაობს. გათბობის გაზრდის რესურსი რომ ყოფილიყო, გავზრდიდით. გუშინ ხელოსანიც მოვიყვანეთ, რომელმაც თქვა, რომ ამ აგრეგატებს მეტი არ შეუძლია. ჩვენ ეს ვიცოდით და ამიტომ დავიჭირეთ თადარიგი, როცა სითბოს შესანარჩუნებლად ის დიდი დარბაზი გადავკედლეთ, რაც დაახლოებით 9 ათასი ლარი დაგვიჯდა. ამასთან, გაზის გათბობის ბატარეები, რომელიც ოლიმპიური ფესტივალისთვის მოჭრეს და გადასაყრელად იყო გამზადებული, შევინახეთ და უკან დავაბრუნეთ ისევ ჩვენი ხარჯით. ამის გამო სამივე პატარა დარბაზში გათბობის პრობლემა არაა, თუმცა ისინი არც ისე პატარებია - იქ ორი ტატამი ეტევა და 30-35 კაცის ვარჯიში თავისუფლად შეიძლება.

აი, ასეთია რეალობა ქართულ ძიუდოში... იმედია, ეს მღელვარებაც მალევე ჩაცხრება და ყველაფერი ისევ ძველ კალაპოტს დაუბრუნდება. წინ ოლიმპიადაა და ახლა ის უნდა იყოს ყველას მთავარი საზრუნავი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ხალხნო აზრზე მოდით! რა ჯობია ერთ მუშტად შეკრულ, ერთი მიზნისკენ ორიენტირებულ ახალგაზრდა ვაჟკაცებს (ქევხიშვილს ვგულისხმობ ძმებ ყიზილაშვილებთან ერთად) იგავი მაინც არ წაგიკითხავთ?! მამა როდესაც ცალ-ცალკე ვაჟშს დაიბარებს ისრების გროვის გადასამტვრევად ვერც ერთი დამოუკიდებლად ვერ შეძლებს ზემოთ აღნიშნული დავალების შესრულებას. როდესაც ერთად დაიბარებს ისინი ისე იოლად მოერევიან მოცემულს, რომ თავადაც გაუკვირდებათ. ხალხი ბრძენია ყველა ანსხვავებს ცუდს და კარგს. ამიტიმ ხალხნო ცოტა აზრი დაატანეთ თქვენს ნათქვამს!!
Zura
31 იანვარი 2016 22:47
0
ქევხიშვილი მართლაც რომ კარგი მენეჯერი და ნიჭიერი კაცია,საქმე იცის, ყოველ შემთხვევაში ასე სჩანს და, აცალეთ და უფრო მეტსაც გააკეთებს...
Inga
31 იანვარი 2016 18:54
0
.... ზვიადაური ჩემდა გასაკვირად მიხვდა რომ მისი ადგილი პარლამენტში აღარ არის და ხავსს ეჭიდება.
გულშემატკივარი
31 იანვარი 2016 17:26
0
Kevxa ragaceebs aketebs titqos, magram paqti ertia misi kizilashvilebis coleb-sidedrebis , daqal-zmakacebis gaxda federacia.
Dato
31 იანვარი 2016 02:29
0
არ სჯობს ცერა კითხვა ისცავლოს ზვიადაურმა
giorgi
30 იანვარი 2016 04:38
0
ნამდვილად ეგ იმ ჯგუფის ნაწილია ვინც ...ა არ იცის. სახელციფოს დანაშაულია ასეთი ადამიანი არის წევრი საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს. ასეთ ადამიანს( ზვიადაური) ამერიკის შეერთებუ შტატებში უფლება რომ ქონდეს როგორც ყავის გამყიდველს სულ ცოტა 9 თვიან შემსწავლელ კურს გაატარებენ, მიუხედევად იმის როგორი სპორცმენია. ახლა მას შემდეგ რაც მიიღო პასუხი რომ გაუნთლებელი ადამიანი არ შეიდძლება იყოს პარლამენტის წევრი მოინდომა ისეთ წარმატებულ ადგილას გადასვლა რასაც ძიუდოს ფედერეცია ქვია. ის იყო კარგი სპორცმენი, მაგრამ ჩემი აზრია როგორც ერთ ერთი პატრიოტი და მოქალაქე საქართველოსი და ამერიკის, მას არ ააქვ უფლება ხელი შეუშალოს იმ ადამიანებს ვისაც ნადვილად შესტკივა გული ძიუდოზე. მისი ისტორიიდან გამომდინარე მე მას პატივს ვცემ როგორც ყოფილ კარგ სპორცმენს, მაგრამ მისი ცოდნა არაა საკმარისი მართოს რომელიმე სახელციფო თუ საჯარო ორგანიზაცია. ამის უფლება ექნება იმ შემტხვევაში თუ როგორც ყველა განათლებული ადამიანი გაივლის იმ გზას რასაც ქვია სკოლა, უნივერსიტეტი და შეისცავლის ყველა საჭირო ვალდებულებას და კანონებს.მიიღებს შესაბამის ცოდნას. მის შემტხვევაში მან ჯერ.... უნდა ისწავლოს და არა ისაუბროს რაღაც დაუსაბუთებელი ინფორმაცია იმ ადამიანებზე ვინც დღე და გამე შრომობს იმისათვის რომ ძიუდო იყოს დაფასებული.
giorgi
30 იანვარი 2016 04:37
0
ზვიადაური ხვდება რომ მომავალ არჩევნებში ქართული ოცნების საპარლამენტო სიაში ვეღარ მოხვდება, ამიტომაც ძიუდოს ფედერაციის პრეიდენტობა უნდა და ააგორა ეს თემა.
გუჯა
29 იანვარი 2016 22:04
0
დათო საუკეთესო პრეზიდენტია, აქამდე ვინც კი ყოფილა, არამარტო ძიუდოში, არამედ სხვა სპორტის სახეობებს შორისაც.
ippon
29 იანვარი 2016 19:55
0
ორი ქოცი ჭამს ერთმანეთს ფულისა და თანამდებობისათვის, აი რაში მაინტერსებს ეგ ამბავი?!
გოგი
29 იანვარი 2016 19:30
0
ხელები შორს ქევხიშვილისგან ! ! !
პანტელეიმონი
29 იანვარი 2016 18:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული