ძიუდოისტების გარდა პარიზში ქართველი მსაჯი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი ვლადიმერ ნუცუბიძეც მიემგზავრება, ვინც დიდი სლემის შეჯიბრებაზე იმსაჯებს.
ვლადიმერ ნუცუბიძე იმ ათ ნომინირებულ მსაჯს შორის მოხვდა, რომელსაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია რეიტინგული მსაჯებიდან არჩევს და ტურნირზეც საკუთარი ხარჯებით მიავლენს.
მსგავსი სიახლე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან ერთი წელია რაც დაიწყო, თუმცა ქართველი მსაჯი ამ პროგრამაში პირველად მოხვდა.
საქართველოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური
.