საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებისთვის პარიზის გრანდ-სლემის პირველი დღე არცთუ წარმატებული გამოდგა.
6 თებერვალს, ასპარეზობაში ჩართული ჩვენი ხუთი ძიუდოისტიდან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ ნუგზარ ტატალაშვილი (73) აგრძელებს, რომელიც 1/4-ფინალში დენის იარცევთან დამარცხდა და სანუგეშო ტურნირში გადაერთო.
მანამდე ტატაშვილმა მონტენეგროელ ნიკოლა გუსიჩსა და ჩინელ შუაი სუნს მოუგო.
ტურნირის პირველ დღეს სასტარტო ორთაბრძოლები დათმეს ამირან პაპინაშვილმა, ლუხუმ ჩხვიმიანმა (ორივე 60) და ვაჟა მარგველაშვილმა (66), ხოლო ლაშა შავდათუაშვილმა (73) ორი შეხვედრის მოგების შემდეგ, 1/8-ფინალში იაპონელ ჰიროიუკი აკიმოტოსთან წააგო.
პარიზის გრანდ-სლემი კვირას, 7 თებერვალს დასრულდება.
18:40 06-02-2016
პარიზის გრანდ-სლემი. I დღე: ტატალაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძვის
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
პაპინაშვილმა, ლუხუმ ჩხვიმიანმა (ორივე 66) და ვაჟა მარგველაშვილმა (66), ხოლო ლაშა შავდათუაშვილმახოლო ლაშა შავდათუაშვილმა (73) ორი შეხვედრის მოგების შემდეგ, 1/8-ფინალში იაპონელ ჰიროიუკი აკიმოტოსთან წააგო.
Mერე მოიტხოვტ რატომ არ გვაპასებენო