დიუსელდორფის გრან-პრი. I დღე: მარგველაშვილის ბრინჯაო და იპონი წამებში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 თებერვალს, დიუსელდორფის გრან-პრის პირველ საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ერთადერთი ბრინჯაოს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (66) მოუტანა.

მარგველაშვილი 1/4-ფინალში სამხრეთკორეელ ბაულ ანთან დამარცხდა, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი მან იაპონელი კენგო ტაკაიჩი 13 წამში დააიპონა.

ტურნირის პირველ დღეს სულ ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა. 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი გამოვიდნენ, 66-ში კი მარგველაშვილთან ერთად ბექა შავდათუაშვილმაც იჭიდავა.

პაპინაშვილი ჩემპიონობისთვის ბრძოლას ნახევარფინალში სამხრეთკორეელ ვონ-ჯინ კიმთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა კი რუს ბესლან მუდრანოვთან წააგო. ამავე წონაში სტარტზევე დამარცხდა
ჩხვიმიანი.

აღსანიშნავია, რომ ამ წონაში ბრინჯაოს მედალი თურქეთის სახელით მოჭიდავე ბეთქილ შუკვანმა (ბექირ ოზლუ) მოიპოვა.

მხოლოდ სასტარტო ორთაბრძოლის მოგება შეძლო ბექა შავდათუაშვილმა.

20 თებერვალს დიუსელდორფში მედლები 73 და 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში გათამაშდება. საქართველოს ნაკრებიდან ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე -73) და გიორგი პაპუნაშვილი (-81) იასპარეზებენ. ტურნირი კვირას დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გოლოცავ ვაჟა! საკმაოდ ძლიერად იჭიდავე. ასე თუ გააგრძელე,რისი იმედიც თითოეულ ქრთველ გულშემატკივარს აქვს,შეიძლება შავდათუაშვილის შედეგი გამეორო. მთავარია ოლიმიადისთვის საუკეთესო ფორმაში იყო. წარმატებებს ვისურვებ.

თორნიკე
09:37 20-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული