ყაზანის ევროპის ჩემპიონატი: ოთხი მედლის მოლოდინში!

AutoSharing Option
ყაზანის ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის წარმატებულად მიმდინარეობს.

73 კგ წონით კატეგორიაში ნუგზარ ტატალაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი ერთმანეთს მეოთხედფინალში შეხვდნენ, სადაც შავდათუაშვილმა იმარჯვა - თანაგუნდელს ორი გაფრთხილება ააღებინა. ტატალაშვილი რეპეშაჟში გადავიდა, სადაც ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ექნება.

შავდათუაშვილის მეტოქე სლოვენიელი მარტინ ჰოიაკი იქნება, ხოლო ტატალაშვილი გერმანელ იგორ ვანდტკეს შეხვდება.

81 კგ წონაში ავთანდილ ჭრიკიშვილი უპრობლემოდ გავიდა ნახევარფინალში. სამივე შეხვედრა ქართველმა ძიუდოისტმა იპონით მოიგო. ჭრიკიშვილის მეტოქე შვედი რობენ პასეკი იქნება.

ვაჟებს არ ჩამორჩა საქართველოს სახელით მოასპარეზე ესტერ სტამი (70),
რომელიც ასევე ნახევარფინალში გავიდა. სტამის მეტოქე ფრანგი ფანი ესტელ პოსვიტე იქნება.

- ოქროს დასაწყისი: ვაჟა მარგველაშვილი - ევროპის ახალი ჩემპიონი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული