ყაზანის ევროპის ჩემპიონატი: საქართველოს სამი ფინალისტი ჰყავს!

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტები ყაზანის ევროპის ჩემპიონატზე განაგრძობენ წარმატებულ გამოსვლას.

ნუგზარ ტატალაშვილმა (73) რეპეშაჟში გერმანელი იგორ ვანდტკე იუკოთი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის რუსს დენის იარცევს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ტატალაშვილი რეპეშაჟში ლაშა შავდათუაშვილთან მარცხის შემდეგ გადავიდა.

რაც შეეხება შავდათუაშვილს, ოლიმპიური ჩემპიონი ნახევარფინალში სლოვენიელ მარტინ ჰოიაკს შეხვდა და ვაზარით მოუგო. ქართველი ძიუდოისტი ფინალში აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჟოვს დაუპირისპირდება.

ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) ნახევარფინალში შვედი რობენ პასეკი იპონით დაამარცხა. ჩვენებურის მეტოქე ფინალში რუსეთის სახელით მოასაპარეზე ჰასან ხალმურზაევი იქნება.

საქართველოს სახელით მოასპარეზე ესტერ სტამმა (70) ნახევარფინალში ფრანგ ფანი
ესტელ პოსვიტეს იუკოთი მოუგო. ფინალში სტამი ისევ ფრანგს სპორტსმენს ჟევრისე ემანეს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული