ძიუდო. ევროპის ჩემპიონატი: დღეს მედლებისთვის ოთხეული იბრძოლებს

AutoSharing Option
23 აპრილს, რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალური შეჯიბრი დარჩენილ 5 წონით კატეგორიაში გაიმართება. მედლები ვაჟებში -90კგ, -100კგ და +100კგ, ხოლო გოგონებში -78კგ და +78კგ წონებში გათამაშდება.

საქართველოს ნაკრებიდან დღეს იჭიდავებენ: ვალერი ლიპარტელიანი (-90), ბექა ღვინიაშვილი (-100), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (+100 კგ).

- ძიუდო. ევროპის ჩემპიონატი. წილისყრა: ქართველების მძიმე ბადე რუსეთში

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 14:00 სთ-იდან, ხოლო ფინალური ბლოკი 18:30 სთ-იდან დაიწყება. ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხი აწარმოებს. მთლიანი ტურნირისთვის თვალის მიდევნება
კი ინტერნეტში ლაივ-სთრიმით ამ ბმულზე შეიძლება.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ-ორ დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა 5 მედალი, ერთი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთიც ბრინჯაო მოიპოვეს. ჩემპიონობა ვაჟა მარგველაშვილმა (-66) იზეიმა, ვიცე-ჩემპიონები ავთანდილ ჭრიკიშვილი (-81), ლაშა შავდათუაშვილი (-73) და საქართველოს სახელით მოასპარეზე ესტერ სტამი (-70) გახდნენ, ბრინჯაო კი ნუგზარ ტატალაშვილმა (-73) დაისაკუთრა.

- ავთანდილ ჭრიკიშვილი ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]
- ლაშა შავდათუაშვილს ევროპის ჩემპიონატზე ოქრო ბოლო წამებზე აართვეს [VIDEO]
- ესტერ სტამმა საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოუპოვა [VIDEO]
- ნუგზარ ტატალაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
- ოქროს დასაწყისი: ვაჟა მარგველაშვილი - ევროპის ახალი ჩემპიონი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
ოქრუაშვილი რაზე მიჰყავთ ვერ გავიგე ტიპი დგას ტატამზე და თუ გაინძრა შენელებული კადრივითაა,მე მაგის გაკეთებული ილეთი არ მინახია! სამწუხაროდ ღვინიაშვილმაც წააგო...
TT77
16:14 23-04-2016
0
ფრანგების აზრით რინერს თუ ვინმე დაამარცხებს დღეს ეს მატიაშვილიაო იმედია გაამართლებს ლევანი მათ აზრს და ვნახავთ ერთხელ მაინც ტატამზე გაკრულს რინერის
judo
15:22 23-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული