ძიუდო. ევროპის ჩემპიონატი: ლიპარტელიანი და მატიაშვილი ოქროსკენ მიიწევენ

AutoSharing Option
დღეს, 23 აპრილს, რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობაში ოთხი ქართველი სპორტსმენი ჩაება, რომელთაგან მედლებისთვის ბრძოლას ვალერი ლიპარტელიანი (-90) და ლევან მატიაშვილი (+100) აგრძელებენ. ლიპარტელიანი 1/4-ფინალშია, მატიაშვილი - 1/2-ფინალში.

ლიპარტელიანმა სლოვაკ მილან რანდლსა და სლოვენიელ მიჰაელ ჟგანკს აჯობა და 1/4-ფინალში უკრაინის სახელით მოჭიდავე ქუეჯაუ ნჰაბალის შეხვდება.

მატიაშვილმა კი, რომელიც ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაება, ჯერ სერბ ზარკო კულუმს სძლია, მეოთხედფინალში კი უკრაინელ ალექსანდრ გორდიენკოს მოუგო.

ამავე წონაში სწორედ გორდიენკოსთან დათმო სასტარტო ბრძოლა დათმო ადამ ოქრუაშვილმა.

ბექა ღვინიაშვილი (-100) იტალიელ
დომენიკო დე გუიდასთან სასტარტო შეხვედრის მოგების შემდეგ, 1/8-ფინალში, ჰოლანდიელ ხენკ ხროლთან დამარცხდა.

ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხი აწარმოებს. ტურნირისთვის სრულად თვალის მიდევნება კი ინტერნეტში ლაივ-სთრიმით ამ ბმულზე შეიძლება.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ-ორ დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა 5 მედალი, ერთი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთიც ბრინჯაო მოიპოვეს. ჩემპიონობა ვაჟა მარგველაშვილმა (-66) იზეიმა, ვიცე-ჩემპიონები ავთანდილ ჭრიკიშვილი (-81), ლაშა შავდათუაშვილი (-73) და საქართველოს სახელით მოასპარეზე ესტერ სტამი (-70) გახდნენ, ბრინჯაო კი ნუგზარ ტატალაშვილმა (-73) დაისაკუთრა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
gviniashvils racsheexeba am mokledroshi racwona sheicva imdeni gaaketa asevtqvat epatieba da darwmunebulivar shedegs dadebs.ai oqruashvili ki cudicarminda vtqva magram agaraa magisadgili tatamze ukve.magasjobia vinme waiyvanet da gamocdilebasmainc miigebs da imozravebs mainc.agvichemebia warsuli arunda dzukafgoo (wadi bizia da datoveb siyvafuls da saxels racgiketebia,torem chven gulshematkivari warsulistvis geubnebit madlobas magram an ichidave sn mieci gza momaval taobas)
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული