ევროპის ჩემპიონატი. საქართველო ვაჟთა შორის მედლების რაოდენობით პირველია!

AutoSharing Option
რუსეთის ქალაქ ყაზანში ძიუდოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ვაჟთა შორის მედლების რაოდენობით საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა.

ვაჟთა შორის ინდივიდუალურ შეჯიბრში ქართველებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.

ევროპის ჩემპიონობა ვაჟა მარგველაშვილმა (66) და ვალერი ლიპარტელიანმა (90) მოიპოვეს, ვერცხლის მედლებს ლაშა შავდათუაშვილი (73) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) დაეუფლნენ, ლევან მატიაშვილსა (+100) და ნუგზარ ტატალაშვილს (73) კი ბრინჯაოს მედლები ერგოთ.

მეორე ადგილი ფრანგებმა დაიკავეს, რომელთა ანგარიშზეც მხოლოდ ორი ოქროს მედალია, მესამეზე გასულ აზერბაიჯანელებს კი თითო-თითო ოქრო და ვერცხლი
აქვთ.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 აპრილს, ტურნირი გუნდური შეჯიბრით დასრულდება - საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე უნგრეთი იქნება. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათზე, ფინალური ბლოკი - 17:30 საათზე.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფანტასტიური შედეგია!!! ნამდვილი ტრიუმფი!!! გილოცავთ!!! ველით დღევანდელ გამოსვლას, გაიხარეთ და გაგვახარეთ!!!
tngh
12:52 24-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული